სტანდარტი 

განცხადების სრული ტექსტი
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია „ელ+“ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 126.
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00 სთ
ანაზღაურება: კონკურენტული (ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან)
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი კლიენტების მოძიება და ბაზის ჩამოყალიბება (B2B და B2C);
- გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა, განხორციელება და კონტროლი;
- სამშენებლო და საინჟინრო სექტორში კლიენტებისთვის გადაწყვეტილებების შეთავაზება;
- საცალო და კორპორატიული გაყიდვების ახალი არხების მოძიება;
- კონკურენტული ბაზრის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება;
- კომერციული მოლაპარაკების წარმოება, კლიენტებთან შეხვედრებისა და პრეზენტაციების ჩატარება;
- გაყიდვების გეგმის შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით სამშენებლო სექტორში;
- სასურველია განათლება საინჟინრო/ტექნიკურ მიმართულებით;
- პრეზენტაციების მომზადებისა და ეფექტურად წარდგენის უნარი;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- Exel - ის კარგად ცოდნა;
- CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- დროის მართვისა და ერთდროულად რამდენიმე პროცესზე მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
პროფესიულ განვითარებას, მეგობრულ სამუშაო გარემოს და კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობას.
თუ მზად ხარ გახდე ჩვენი გუნდის წევრი გადადი ბმულზე, გაიგე მეტი და შეავსე განაცხადი:https://elplus.selfrecruit.ge/s/WBm9y
გისურვებთ წარმატებას!
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია:
- გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები - ინდუსტრია / სფერო:
- სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი:
- დამწყები რგოლი
- განაკვეთი:
- სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა:
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა:
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება:
- ფიქსირებული 1500
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
- გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
- სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი:
- დამწყები რგოლი
- განათლების დონე(ები):
- ბაკალავრი
- ენები:
- ინგლისური,რუსული