განცხადების სრული ტექსტი

CARMARK ავტომობილების იმპორტის კომპანიაა. კლიენტებს ვეხმარებით ავტომობილის შერჩევაში აშშ-ის, ევროპისა და სხვა ბაზრებიდან და ვაწვდით სრულ სერვისს: აუქციონიდან საქართველოში ჩამოყვანამდე. ვფართოვდებით და გუნდში ვეძებთ ენერგიულ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს.

ძირითადი მოვალეობები
  • შემოსულ მომართვებთან მუშაობა: ზარები, სოციალური ქსელები და ვებგვერდი
  • კლიენტის საჭიროებების დადგენა და ავტომობილის შერჩევაში დახმარება ბიუჯეტისა და მოთხოვნების მიხედვით
  • იმპორტის პროცესის, ხარჯებისა და ვადების გასაგებად ახსნა
  • კომერციული შეთავაზებების მომზადება და გარიგების დახურვა
  • კლიენტთან კომუნიკაცია შეძენიდან ავტომობილის ჩაბარებამდე
  • კლიენტთა ბაზის წარმოება CRM სისტემაში
  • ახალი კლიენტების მოძიება და არსებულებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება

მოთხოვნები
  • გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი (ავტო სფეროში გამოცდილება უპირატესობაა)
  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკების კარგი უნარები
  • ავტომობილების ბაზრისა და აუქციონების (Copart, IAAI) ცოდნა უპირატესობაა
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა უპირატესობაა
  • კომპიუტერული პროგრამების თავისუფლად ფლობა
  • პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და მიზანზე ორიენტირებულობა

ჩვენ გთავაზობთ
  • ანაზღაურებას გამომუშავებით: შემოსავალი უშუალოდ თქვენს შედეგზეა დამოკიდებული და ზედა ზღვარი არ აქვს
  • ტრენინგს და იმპორტის პროცესის სრულ შესწავლას
  • კარიერულ ზრდას მზარდ კომპანიაში
  • მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს
  • სამუშაო საათები: 10:00–19:00
  • მისამართი: ალ. ყაზბეგის გამზირი 12ა, თბილისი
  • ანაზღაურება: გამომუშავებით

როგორ გამოგვიგზავნოთ განაცხადი
CV გამოგვიგზავნეთ მისამართზე tato@carmark.ge. სათაურში მიუთითეთ „გაყიდვების მენეჯერი“.

შესაფერის კანდიდატებს გასაუბრებაზე დავუკავშირდებით.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო:
ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი იმპორტი და ექსპორტი
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
გამოცდილება 1 წლიდან
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი იმპორტი და ექსპორტი
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, პროფესიული კოლეჯი, სხვა, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
ენები:
ქართული,ინგლისური,რუსული
ნახვები
უნიკალური ნახვები