განცხადების სრული ტექსტი

AUTO1 აცხადებს ვაკანსიას — გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

თუ ხარ კომუნიკაბელური, ამბიციური და გინდა იმუშაო სწრაფად მზარდ ავტოინდუსტრიაში — შესაძლოა, სწორედ შენ გეძებდეთ!

შენი მოვალეობები:
  • კლიენტების კონსულტაცია მანქანის შერჩევასა და შეძენაზე
  • შემომავალი ლიდების მართვა — ზარები, მესინჯერი, სოციალური ქსელები
  • ავტომობილების პრეზენტაცია და მათი უპირატესობების სწორად წარმოჩენა
  • კლიენტებთან ურთიერთობის წარმართვა გაყიდვამდე
  • ავტომობილების განთავსება პლატფორმებზე

ჩვენი მოთხოვნები:
  • გაყიდვებში გამოცდილება — ავტომობილების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • თავდაჯერებულობა და კომუნიკაციის კარგი უნარი
  • დარწმუნების უნარი
  • სწრაფად სწავლისა და განვითარების სურვილი
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • შედეგზე ორიენტირებულობა
  • ავტომობილების საბაზისო ცოდნა — დიდი პლუსი

ჩვენ გთავაზობთ:
  • ლიდების მუდმივ ნაკადს
  • გამჭვირვალე მოტივაციის სისტემას და გაყიდვებიდან მაღალ %
  • პროფესიონალურ გუნდში მუშაობას
  • ტრენინგებს ჩვენი ხარჯებით
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას — მენეჯერიდან დეპარტამენტის ხელმძღვანელამდე
  • საინტერესო პროდუქტს, რომელიც რეალურად იყიდება

ანაზღაურება: $2,000–$5,000-მდე
მისამართი: ნინო რამიშვილის ქ. 33

თუ ფიქრობ, რომ გაყიდვები შენი სფეროა და გინდა მაღალი შემოსავლის მიღება შედეგის მიხედვით — გამოგვიგზავნე CV და შემოგვიერთდი AUTO 1-ის გუნდში!

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მეილზე: AUTO11GROUP@GMAIL.COM
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 04 54 90

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო:
ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი იმპორტი და ექსპორტი
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი იმპორტი და ექსპორტი
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, პროფესიული კოლეჯი, დოქტორი, სხვა
ენები:
ქართული,რუსული
ნახვები
უნიკალური ნახვები