27 ოქტ - 25 ნოე

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა:hr@pp.ge

განცხადების სრული ტექსტი

შპს "პპ ჰაბი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

კომპანია ოპერირებს ავტომობილის გარე ვიზუალური ნაწილების გაყიდვების მიმართულებით და მუდმივად ორიენტირებულია განვითარებასა და მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის სერვისის შეთავაზებაზე.
დეტალური ინფორმაციისთვის კომპანიის შესახებ ეწვიეთ ვებგვერდს: https://pp.ge/

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი №132

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კორპორატიული მომხმარებლების მოძიება და საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
  • პოტენციურ და არსებულ პარტნიორებთან შეხვედრების დაგეგმვა და ჩატარება;
  • კომერციული შეთავაზებების მომზადება და პრეზენტაცია;
  • გაყიდვების პროცესის სრული კოორდინაცია;
  • გაყიდვების გეგმის შესრულება და შედეგების ანალიზი;
  • მომხმარებელთან გრძელვადიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ავტოსფეროში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
  • კორპორატიულ გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა სასურველია;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა სასურველია;
  • მოლაპარაკებების წარმოებისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Fitpass-ს;
  • ფიქსირებულ ანაზღაურებას (გამოცდილების მიხედვით);
  • დამატებით ბონუსურ სისტემას.

დაინტერესების შემთხვევაში:
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: hr@pp.ge
სათაურის ველში მიუთითეთ: „კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი“

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
გაყიდვები B2B /კორპორატიული გაყიდვები
ინდუსტრია / სფერო:
საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები):
ჯანმრთელობის დაზღვევა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
გაყიდვები B2B /კორპორატიული გაყიდვები
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
ენები:
ინგლისური,რუსული
ნახვები
უნიკალური ნახვები