განცხადების სრული ტექსტი

სამედიცინო კომპანია ჯეო მედი აცხადებს ვაკანსიას ცხელი ხაზის ოპერატორის (24 საათიანი) პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • შემომავალი ზარების მიღება და პაციენტის საჭიროებების სწორად განსაზღვრა;
  • კომპანიის სამედიცინო მომსახურებების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
  • პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამისი მომსახურების შეთავაზება;
  • გამოძახების ჩანიშნვა და ვიზიტის ოპტიმალური დროის შეთანხმება;
  • გამოძახების დეტალების შესაბამისი ექიმისთვის ან ეკიპაჟისთვის გადაცემა;
  • გამოძახებული ეკიპაჟის გადაადგილების კონტროლი GPS სისტემის საშუალებით;
  • გამოძახების პროცესის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში პაციენტთან, ექიმთან ან
  • ეკიპაჟთან კომუნიკაცია;
  • მომსახურების მიმდინარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის სწორად და დროულად
  • დაფიქსირება;
  • ინფორმაციის სისტემაში აღრიცხვა;

ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
  • გამართული მეტყველება და ეფექტურიკომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
  • სტრესულ სიტუაციაში მშვიდად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • სწრაფი აზროვნება და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარები;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიულ და მეგობრულ გუნდს;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • განვითარებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;

ადგილმდებარეობა: თბილისი. დიდი დიღომი. ი.პეტრიწის 2.

სამუშაო გრაფიკი:
  • 22:00 – 10:00 (თვეში 20-21 მორიგეობა) [*პრიორიტეტი] - ანაზღაურება: 1500 ₾
  • 10:00-10:00 (24 საათიანი მორიგეობა) - ანაზღაურება: 1 მორიგეობა 150 ₾
  • 10:00-18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, შაბათი-კვირა დასვენება) - ანაზღაურება: 1500 ₾

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: contact.geomedi@gmail.com
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ქოლ-ცენტრი
ინდუსტრია / სფერო:
ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

სასურველია გამოცდილება:
სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ქოლ-ცენტრი
ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განათლების დონე(ები):
საშუალო განათლება, არასრული საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
ენები:
ქართული,ინგლისური,რუსული
ნახვები
უნიკალური ნახვები