17 ნოე - 09 დეკ

ცხელი ხაზის ოპერატორი

თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა:hr@digitaltv.ge

განცხადების სრული ტექსტი

DIGITAL TV აცხადებს ვაკანსიას ცხელი ხაზის ოპერატორის პოზიციაზე.

DIGITAL TV არის ციფრული მაუწყებლობის ოპერატორი, რომელიც რეიტინგულ სატელევიზიო არხებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მაღალი ხარისხით ავრცელებს.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია შემომავალი ზარების მეშვეობით, საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარის განხორციელება
  • არსებული და პოტენციური მომხმარებლების ინფორმირება აქციების შესახებ
  • სატელეფონო შეკვეთების მიღება და მონაცემთა ბაზაში ასახვა, საბილინგე პროგრამაში აბონენტების რეგისტრაცია
  • მომხმარებლების საჭიროების დადგენა/დაზუსტება და შესაძლებლობის ფარგლებში მათი დახმარება
  • პროდუქციის შესახებ ზედმიწევნით კარგი ცოდნა

საკვალიფიკაციო მოთხოვნა:
  • სასურველია უმაღლესი განათლება
  • საოფისე პროგრამების ცოდნა
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე

სამუშაო გამოცდილება:
  • სასურველია ჰქონდეს გამოცდილება მომსახურების სფეროში, გაყიდვებში ან/და მომხმარებელთან კომუნიკაციის მიმართულებით ბოლო 1 წლის განმავლობაში

უნარ- ჩვევები:
  • გამართული მეტყველების უნარი
  • კომუნიკაციის უნარი
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

სამუშაო გრაფიკი: დისტანციურად კვირაში 5 დღე, 8 საათიანი გრაფიკით
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 950 ლარი + ბონუსები
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 9 დეკემბერი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@digitaltv.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „ცხელი ხაზის ოპერატორი“.
წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ქოლ-ცენტრი
ინდუსტრია / სფერო:
ტექნიკა და ქსელები ტელეკომუნიკაციები
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
ანაზღაურება:
ფიქსირებული 950 (+ ბონუსი)

დამსაქმებლის მოთხოვნები:

სასურველია გამოცდილება:
გამოცდილება 1 წლიდან
სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ქოლ-ცენტრი
ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
ტექნიკა და ქსელები ტელეკომუნიკაციები
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
ენები:
ქართული,ინგლისური,რუსული
ნახვები
უნიკალური ნახვები