Главная

Полный текст объявления

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

კრისტალბეთი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბრიტანული ჰოლდინგური კომპანიის Entain-ის ბრენდია და აზარტული თამაშების ბაზარზე წამყვან პოზიციას იკავებს ბუკმეიკინგისა და ონლაინ თამაშების სფეროში.
კრისტალბეთი მომხმარებლებისთვის საერთაშორისო სტანდარტების და გლობალური გამოცდილების გაზიარების უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის. აერთიანებს ინოვაციას, ტექნოლოგიასა და მომხმარებლებზე ორიენტირებულ მიდგომას, მომსახურების უმაღლესი სტანდარტისა და პასუხისმგებლიანი თამაშის საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად.
კომპანია თანამშრომლებისთვის ქმნის გარემოს, სადაც იდეები და ხედვები რეალობად იქცევა, სადაც ერთობლივი წარმატება საერთო მიზანია!
თანამშრომლებისთვის შეთავაზების პაკეტი მოიცავს: კომფორტულ, მეგობრულ გარემოს, საინტერესო, გამოწვევებით სავსე სამუშაოს მაღალკვალიფიციური პროფესიონალების გუნდში, თვითრეალიზაციის შესაძლებლობებს, კონკურენტუნარიან ანაზღაურებას და დამატებით ბენეფიტებს.
www.crystalbet.com
#AlwaysNumberOne

კრისტალბეთი აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

პოზიცია გულისხმობს მომხმარებელთა მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფას როგორც სატელეფონო, ისე ონლაინ საკომუნიკაციო არხების (Live Chat, Messenger, E-mail, Viber) საშუალებით.

სამუშაო განაკვეთი: სრული;
სამუშაო განაკვეთი: სრული/არასტანდარტული სამუშაო გრაფიკი, რომელიც მოიცავს როგორც დღის, ასევე ღამის სამუშაო ცვლას.

ძირითადი მოვალეობები:
  • მომხმარებელთა შემომავალ ზარებსა და ონლაინ მომართვებზე დროული და ზუსტი რეაგირება;
  • მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება, პრობლემების გადაჭრა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დეპარტამენტისთვის გადაცემა;
  • კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ სრულყოფილი კონსულტაციის გაწევა;
  • მომხმარებელთა კონფიდენციალურობისა და მომსახურების ხარისხის სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების თავისუფლად ფლობა;
  • სხვადასხვა დავალებისა და საკომუნიკაციო არხის (ზარებისა და ჩატების) პარალელურად ეფექტურად მართვა;
  • მომხმარებელთა მხარდაჭერის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ეფექტური კომუნიკაციისა და ინფორმაციის გამართულად გადმოცემის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში სიმშვიდის შენარჩუნებისა და ემპათიური კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი და მაღალი მოტივაცია.

თუ გსურთ, რომ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV მისამართზე: vacancy@crystalbet.com არა უგვიანეს 2026 წლის 27 დეკემბრისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ/ვერ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

შპს „მარსის“ მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ შპს „მარსი“ უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები.
ანიჭებთ შპს „მარსს“ უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების ან/და საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულების მიზნით.
დამატებით, გაცნობებთ, რომ ნებისმიერ დროს უფლება გაქვთ გამოიხმოთ დამუშავებაზე გაცემული თანხმობა. ამ შემთხვევაში, ჩვენ შევწყვეტთ მონაცემთა დამუშავებას ან/და წავშლით/გავანადგურებთ დამუშავებულ მონაცემებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე შპს „მარსი“ სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს (CV) და კომპანიაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.

Информация о вакантной должности:

Специализация/специальность:
Администрация / Управление бизнесом Колл-центр
Отрасль / сфера:
Отдых и путешествия Азартные игры и казино
Уровень должности:
Начальный уровень
График:
Смешанные смены
Форма занятости:
Срочный контракт
Место работы:
На рабочем месте
Зарплата:
Фиксированный 2000
Дополнительные преимущества:
Медицинская страховка

Требование работодателя:

Опыт желателен:
Специализация/специальность(Желательно):
Администрация / Управление бизнесом Колл-центр
Отрасль / сфера(Желательно):
Отдых и путешествия Азартные игры и казино
Уровень должности:
Начальный уровень
Уровень(и) образования:
Cредняя школа, Бакалавр, Mагистр, Доктор, Колледж, Другое
Языки:
Грузинский,Английский,Русский
Просмотры
Уникальные просмотры