Полный текст объявления
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
სადაზღვევო კომპანია უნისონი აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (ორშაბათი-პარასკევი)
სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით გამრეკელის ქუჩა #19
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოძიება, მოზიდვა და მათთან გრძელვადიანი თანამშრომლობის დამყარება;
- კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება და გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ორიენტირება;
- გაყიდვების სრულ ციკლზე მუშაობა: წინასწარი კომუნიკაციიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
- სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება კლიენტის საჭიროებებზე მორგებული ფორმით;
- მომხმარებლის დამატებითი საჭიროების დადგენა და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შესაბამის განყოფილებასთან ერთად ახალ შეთავაზებებზე მუშაობა;
- კლიენტების მუდმივი ინფორმირება ახალი პროდუქტების და მიმდინარე ცვლილების შესახებ;
- სატენდერო პროცესებში მონაწილეობის უზრუნველყოფა;
- გაყიდვების გეგმების შესრულება და შედეგების ანგარიშგება;
- ბაზრის ანალიზი და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
- თანამშრომლობა მარკეტინგისა და დაზღვევის ტექნიკური გუნდებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირება, მარკეტინგი ან მსგავსი მიმართულებით)
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება B2B გაყიდვების სფეროში (სასურველია სადაზღვევო ან ფინანსურ სექტორში)
- კორპორატიულ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება
- ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები
- გაყიდვებზე ორიენტირებულობა და შედეგებზე კონცენტრირება
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
დამატებითი მოთხოვნები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- დროის ეფექტურად მართვის უნარი
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ ატვირთოთ რეზიუმე.
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
წარმატებებს გისურვებთ!
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
Информация о вакантной должности:
- Специализация/специальность:
- Продажи
Стратегия и управление продажами B2B - Отрасль / сфера:
- Финансы
Страхование - Уровень должности:
- Средний уровень
- График:
- Полная занятость
- Форма занятости:
- Срочный контракт
- Место работы:
- На рабочем месте
Требование работодателя:
- Опыт желателен:
- Опыт от 2 года
- Уровень должности:
- Средний уровень
- Уровень(и) образования:
- Бакалавр, Mагистр
- Подходит для студентов:
- Да
- Языки:
- Английский,Русский