Главная

Полный текст объявления

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

მოწინავე ქართული კომპანია „ფაბრიკონი“ მეტალის ფაბრიკაციის სფეროში უკვე 5 წელიწადია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ და საექსპორტო ბაზრებზე.
კომპანია ორიენტირებულია საწარმოს და პროდუქციის მუდმივ განვითარებაზე. საწარმო აღჭურვილია მეტალის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მენეჯერების და სპეციალისტების გუნდით, რომლებიც წარმატებით ართმევენ თავს კომპანიის წინაშე დასმულ ამოცანებს.
ფაბრიკონი პიონერია კონვეირული სტილით მეტალის კარების წარმოებაში. სხვადასხვა ინდუსტრიული მიმართულებებისთვის პარტნიორებთან მჭიდრო კოოპერაციით, რიგი ახალი პროდუქტები შეიქმნა ჩვენს საწარმოო ბაზაზე.

FABRICON ეძებს კლიენტთა მომსახურებისა და შეკვეთების კოორდინატორს

ვეძებთ კომუნიკაბელურ და ორგანიზებულ ადამიანს, რომელიც ჩვენი კლიენტების პირველი საკონტაქტო პირი იქნება. თქვენ უპასუხებთ მათ კითხვებს, მიიღებთ შეკვეთებს და თვალს ადევნებთ მათ გზას, სანამ დამკვეთი შეკვეთას არ მიიღებს.

ძირითადი მოვალეობები
  • ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე პასუხი და კლიენტის კომპეტენტური კონსულტაცია
  • მოთხოვნების გადამისამართება შესაბამის სამსახურში და შესრულების კონტროლი
  • შემოსული შეკვეთების მიღება, რეგისტრაცია და შესრულებაზე გადაცემა
  • შეკვეთის სრული ციკლის მართვა — მიღებიდან დამკვეთამდე მიტანამდე
  • დამკვეთის ინფორმირება შეკვეთის სტატუსის შესახებ
  • სოციალურ ქსელებში შემოსულ შეტყობინებებზე პასუხი
  • ხელმძღვანელის მიერ დავალებული ადმინისტრაციული საქმეების შესრულება

სავალდებულო მოთხოვნები
  • რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე
  • გამართული მეტყველება და თავაზიანი კომუნიკაციის უნარი
  • MS Office თავისუფლად მუშაობა
  • ერთდროულად რამდენიმე დავალების მართვის უნარი და ყურადღება დეტალებისადმი
  • პასუხისმგებლობა და მშვიდი მუშაობა დატვირთულ რეჟიმში

უპირატესობა მიენიჭება
კლიენტთა მომსახურებაში, ქოლ-ცენტრში ან გაყიდვებში მუშაობის გამოცდილებას

ჩვენ გთავაზობთ
  • ანაზღაურება: 1000 ₾ ხელზე (ზრდის პერსპექტივით)
  • კვება
  • სამუშაო გრაფიკი: [ორშაბათი–პარასკევი, 10:00–19:00]
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი ლილო
  • სრულყოფილი ტრენინგი და პროდუქციის გაცნობა პირველივე დღიდან
  • მეგობრული გუნდი და ზრდის შესაძლებლობა
  • ჯანმრთელობის დაზღვევა / ფიტპასი

რეზიუმე გამოგზავნეთ ელ. ფოსტაზე hr@fabricon.ge სათაურით „კლიენტთა მომსახურების კოორდინატორი“.

Информация о вакантной должности:

Специализация/специальность:
Администрация / Управление бизнесом Координация,Колл-центрПродажи Обслуживание клиентов
Отрасль / сфера:
Производство Производство металлов и стали
Уровень должности:
Начальный уровень
График:
Полная занятость
Форма занятости:
Срочный контракт
Место работы:
На рабочем месте
Зарплата:
Фиксированный 1000
Дополнительные преимущества:
Медицинская страховка,Фитнес и оздоровительные программы,Бесплатное питание

Требование работодателя:

Опыт желателен:
Специализация/специальность(Желательно):
Администрация / Управление бизнесом Координация,Колл-центрПродажи Обслуживание клиентов
Отрасль / сфера(Желательно):
Производство Производство металлов и стали
Уровень(и) образования:
Cредняя школа, Бакалавр, Mагистр, Доктор, Колледж, Другое
Языки:
Грузинский
Просмотры
Уникальные просмотры