Полный текст объявления
This announcement is availabe only in Georgian language, please see the text below (You can also switch the site language from header language switcher)
შპს „ჯიაიჯი ჰოლდინგი“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას გარემოს დაცვის განყოფილებაში.
ზოგადი პირობები:
სტაჟირების მიზანია:
ზოგადი პირობები:
- სტაჟირების დაწყების სასურველი პერიოდი: დეკემბერი;
- სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-დან 6 თვემდე;
- ხელზე ასაღები ანაზღაურება სტაჟირების განმავლობაში: 500 ლ;
- სამუშაო განრიგი: ინდივიდუალური, წინასწარ შეთანხმებული ლექციების და გამოცდების გათვალისწინებით (ოფისის სამუშაო განრიგია: ორშაბათი - პარასკევი, 09:30-18:30);
- ოფისი მდებარეობს: თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზირი 2ა / პეკინის გამზირი 34;
სტაჟირების მიზანია:
- გარემოს დაცვის განყოფილების საქმიანობის მხარდაჭერა და სტაჟიორისთვის კომპანიის კონკრეტული საწარმოო ობიექტების გარემოსდაცვითი მართვის პროცესებში პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობის მიცემა.
- სტაჟიორი გაეცნობა და მონაწილეობას მიიღებს შემდეგ პროცესებში:
- კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე გარემოსდაცვითი საკითხების დამუშავება;
- შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და სისტემატიზაცია;
- მონაცემების შეგროვება და დამუშავება;
- გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების პროცესის ადმინისტრაციულ და ტექნიკური მხარდაჭერა.
აუცილებელი მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი ან მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი შემდეგი მიმართულებებით: გარემოსდაცვა/ეკოლოგია, გარემოსდაცვითი ინჟინერია, ეკოლოგია და ბუნებრივი რესურსები, ქიმია, გამოყენებითი ქიმია, ასევე მომიჯნავე მიმართულებები: გეოგრაფია, გეოლოგია, ბიოლოგია, ქიმიური ტექნოლოგიები;
- MS Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Microsoft Excel-ისა და Word-ის გამოყენების უნარი;
- ინფორმაციის ელექტრონულად დამუშავებისა და დოკუმენტაციის მოწესრიგებულად წარმოების უნარი.
სასურველი პიროვნული მახასიათებლები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალების მიმართ ყურადღება;
- სიზუსტე და მონაცემებთან მუშაობის უნარი;
- ინფორმაციის მოძიების, დახარისხებისა და სისტემატიზაციის უნარი;
- ინსტრუქციების სწორად გაგებისა და შესრულების უნარი;
- ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობისა და საქმიანი კომუნიკაციის უნარი.
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 11.12.2026
განცხადების სრული ტექსტის სანახავად და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად, გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს: https://cleverstaff.net/i/vacancy-L2LlOO
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს „ჯიაიჯი ჰოლდინგის“ (ს/კ: 404927610) (შემდგომში „კომპანია“) მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა;
გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით; ამისთვის უნდა დაგვიკავშირდეთ კომპანიის ცხელ ხაზზე.
კომპანია აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
გისურვებთ წარმატებას!
Информация о вакантной должности:
- Специализация/специальность:
- Неправительственная (НПО)
Защита окружающей среды - Отрасль / сфера:
- Корпоративные услуги
Экологические услуги - Уровень должности:
- Начальный уровень
- График:
- Полная занятость
- Форма занятости:
- Стажировка
- Место работы:
- На рабочем месте
- Зарплата:
- Фиксированный 500
Требование работодателя:
- Опыт работы:
- Опыт не имеет значения — будут рассмотрены кандидаты как без опыта, так и с опытом
- Уровень(и) образования:
- Бакалавр, Cредняя школа, Mагистр, Доктор, Колледж, Другое
- Языки:
- Грузинский
