Информация о заявке
Электронная почта:hr@pensions.ge
Полный текст объявления
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდი აცხადებს კონკურსს საინვესტიციო სამსახურის, საინვესტიციო ოპერაციების განყოფილების, საინვესტიციო ოპერაციების ანალიტიკოსის (შტატგარეშე პოზიცია) ვაკანტურ პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
სამუშაო განაკვეთი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სხვა მოთხოვნები:
ფუნქცია-მოვალეობები:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა აღნიშნული განცხადების გამოქვეყნებიდან 14 დღის განმავლობაში უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@pensions.ge საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
საქართველოს საპენსიო ფონდი კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც საპენსიო ფონდის მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. საპენსიო ფონდის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, საპენსიო ფონდისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულება. შემდგომ ეტაპებზე, შესაძლოა, დამატებით მოგეთხოვოთ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა (მაგალითად, დიპლომის, სერთიფიკატის). დასაქმების პროცესში მოპოვებულ ინფორმაციას საპენსიო ფონდი არ გადასცემს მესამე პირებს.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ ისინი შეიძლება დაარქივდეს საპენსიო ფონდის საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ანდა იხილოთ საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა ვებგვერდზე www.pensions.ge ან/და მიმართოთ საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ამავე პოლიტიკაში მითითებულ მისამართზე.
ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
სამუშაო განაკვეთი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან სხვა მომიჯნავე სფეროში;
- სასურველია 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საინვესტიციო ოპერაციების, საბანკო ოპერაციების, კასტოდიანური მომსახურების, ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების ან სხვა დაკავშირებულ სფეროში;
- სასურველია ფინანსური ბაზრების, ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორებისა და საინვესტიციო ოპერაციების ძირითადი პროცესების ცოდნა;
- სასურველია სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტების (ფულის ბაზრის ინსტრუმენტები, ობლიგაციები, აქციები, საინვესტიციო ფონდები) საბაზისო ცოდნა; Microsoft Office-ის, განსაკუთრებით Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (როგორც ვერბალური, ასევე წერითი);
- საერთაშორისო ფინანსურ სისტემებთან (Bloomberg, Reuters, SWIFT, Front Arena ან სხვა) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სხვა მოთხოვნები:
- ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სწავლისა და პროფესიული განვითარების ძლიერი მოტივაცია;
- დროის ეფექტიანი მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ეფექტიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობისა და ახალი პროცესების ათვისების უნარი.
ფუნქცია-მოვალეობები:
- საინვესტიციო ტრანზაქციების ანგარიშსწორების და ოპერაციული პროცესის მხარდაჭერა ტრანზაქციის ინიცირებიდან დასრულებამდე, შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების შესაბამისად;
- საინვესტიციო ტრანზაქციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, სათანადო წესით დოკუმენტირება და არქივირება;
- საპენსიო აქტივების ყოველდღიური რეკონსილაციის განხორციელება სხვადასხვა სისტემაში, პოზიციებისა და ტრანზაქციების დონეზე;
- საჭიროების შემთხვევაში, კონტრაგენტებთან ანგარიშების გახსნის პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
- სპეციალიზებულ დეპოზიტართან ყოველდღიური კომუნიკაცია საინვესტიციო ოპერაციებისა და ანგარიშსწორების საკითხებზე;
- საპენსიო აქტივებთან დაკავშირებული კორპორატიული ქმედებებისა და შესაბამისი ფულადი ნაკადების მონიტორინგი;
- საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული სისტემების ტესტირებასა და დანერგვაში მონაწილეობა;
- საინვესტიციო ოპერაციების პროცესების ანალიზსა და გაუმჯობესებაში მონაწილეობა;
- ოპერაციული მხარდაჭერა, შიდა ანგარიშგებების მომზადება და აუდიტის პროცესში მონაწილეობა;
- კანონმდებლობისა და შიდა აქტების მოთხოვნების დაცვა;
- სხვა დავალებების შესრულება მთავარი საინვესტიციო ოფიცრის, მისი მოადგილისა და განყოფილების უფროსის დავალებით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა აღნიშნული განცხადების გამოქვეყნებიდან 14 დღის განმავლობაში უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@pensions.ge საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
საქართველოს საპენსიო ფონდი კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც საპენსიო ფონდის მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. საპენსიო ფონდის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, საპენსიო ფონდისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულება. შემდგომ ეტაპებზე, შესაძლოა, დამატებით მოგეთხოვოთ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა (მაგალითად, დიპლომის, სერთიფიკატის). დასაქმების პროცესში მოპოვებულ ინფორმაციას საპენსიო ფონდი არ გადასცემს მესამე პირებს.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ ისინი შეიძლება დაარქივდეს საპენსიო ფონდის საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ანდა იხილოთ საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა ვებგვერდზე www.pensions.ge ან/და მიმართოთ საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ამავე პოლიტიკაში მითითებულ მისამართზე.
ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.
Информация о вакантной должности:
- Специализация/специальность:
- Бухгалтерия / Финансы
Инвестиционный анализ - Отрасль / сфера:
- Финансы
Финансовые услуги - Уровень должности:
- Средний уровень
- График:
- Полная занятость
- Форма занятости:
- Срочный контракт
- Место работы:
- На рабочем месте
Требование работодателя:
- Опыт желателен:
- от 1 до 2 года
- Специализация/специальность(Желательно):
- Бухгалтерия / Финансы
Инвестиционный анализ - Отрасль / сфера(Желательно):
- Финансы
Финансовые услуги - Уровень должности:
- Средний уровень
- Уровень(и) образования:
- Бакалавр, Mагистр, Доктор
- Языки:
- Английский