Главная

Полный текст объявления

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
“თიბისი” აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე - უფროსი რისკების მენეჯერი - კორპორატიული ბიზნესის საკრედიტო რისკების მართვა
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი,ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის,ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერა
პოზიციის შესახებ:
ვეძებთ უფროს რისკების მენეჯერს, რომელიც შეუერთდება კორპორატიული დაკრედიტების რისკების გუნდს და რომლის ძირითადი ფოკუსი იქნება უზბეკეთის კორპორატიული საკრედიტო პროექტების შეფასება, დამოუკიდებელი რისკ-პოზიციის ჩამოყალიბება და საკრედიტო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აქტიური მონაწილეობა.

როლი გულისხმობს უზბეკეთის ადგილობრივ ბიზნესისა და რისკების გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობას, კომპლექსური ტრანზაქციების შეფასებასა და სტრუქტურირებას, პორტფელის მონიტორინგს, ასევე გუნდის მხარდაჭერასა და საკრედიტო რისკების მართვის პრაქტიკის განვითარებას. საჭიროების მიხედვით, როლი ასევე ჩაერთვება საქართველოს კორპორატიული საკრედიტო პროექტების შეფასებაში.

ძირითადი პასუხისმგებლობები:
  • კორპორატიული მსესხებლების ფინანსური მდგომარეობის, ბიზნეს მოდელისა და საკრედიტო პროექტების ანალიზი და ძირითადი რისკების შეფასება;
  • მსხვილი და კომპლექსური საკრედიტო ტრანზაქციების შეფასება, სტრუქტურირების განხილვა და დამოუკიდებელი რისკ-პოზიციის ჩამოყალიბება;
  • საკრედიტო პროექტებზე რისკების დასკვნების მომზადება, შესაბამის საკრედიტო კომიტეტებზე წარდგენა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიური მონაწილეობა;
  • უზბეკეთის ბიზნესისა და რისკების გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა ძირითადი რისკების იდენტიფიცირების, ტრანზაქციების სტრუქტურირებისა და შესაბამისი შემამსუბუქებელი მექანიზმების განსაზღვრის მიმართულებით;
  • დაფარვაში არსებული პორტფელის მონიტორინგი, მსესხებლების ფინანსური მდგომარეობისა და რისკ-პროფილის ცვლილებების შეფასება, ძირითადი ტენდენციების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების მომზადება;
  • უზბეკეთის ადგილობრივი გუნდის მხარდაჭერა კომპლექსური საკრედიტო გადაწყვეტილებების განხილვისას, ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და საკრედიტო რისკების მართვის მიდგომების განვითარებაში მონაწილეობა;
  • საჭიროების მიხედვით, საქართველოს კორპორატიული საკრედიტო პროექტების შეფასებასა და საკრედიტო გადაწყვეტილებების პროცესში მონაწილეობა;
  • საკრედიტო რისკების მართვის მიდგომების, პროცესებისა და ინსტრუმენტების განვითარებაში, ასევე სტრატეგიულ და ტრანსფორმაციულ ინიციატივებში მონაწილეობა;
  • საჭიროების შემთხვევაში მენეჯმენტისთვის პორტფელური ანალიზის, რისკების ანგარიშგებებისა და პრეზენტაციების მომზადება.

კვალიფიკაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან შესაბამისი მიმართულებით;
  • ფინანსურ/საბანკო სფეროში გამოცდილება, სასურველია კორპორატიული ან მსხვილი ბიზნესის დაკრედიტებისა და საკრედიტო რისკების მიმართულებით;
  • ფინანსური უწყისების ანალიზისა და კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შეფასების ძლიერი პრაქტიკული გამოცდილება;
  • მსხვილი და კომპლექსური კორპორატიული საკრედიტო პროექტების დამოუკიდებლად შეფასებისა და საკრედიტო გადაწყვეტილებების მიღების გამოცდილება;
  • კორპორატიული საკრედიტო რისკების, ტრანზაქციების სტრუქტურირებისა და რისკის მიტიგაციის მექანიზმების კარგი ცოდნა;
  • Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა და მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზის უნარი;
  • ახალი ბაზრის, მარეგულირებელი მოთხოვნებისა და შიდა პროცესების სწრაფად ათვისების უნარი;
  • ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • უზბეკეთში რეგულარული მივლინებებისთვის მზადყოფნა, საშუალოდ სამუშაო დროის 40–50%-ის ფარგლებში.

უპირატესობად ჩაითვლება:
  • CFA, ACCA ან სხვა შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაცია/პროგრამაში მონაწილეობა;
  • საერთაშორისო საბანკო ან ფინანსურ ინსტიტუტში მუშაობის გამოცდილება;
  • სხვადასხვა ქვეყნის საკრედიტო პორტფელებთან და მრავალფუნქციურ გუნდებთან მუშაობის გამოცდილება;
  • მრავალ სტეიკჰოლდერთან მუშაობისა და კომპლექსური გადაწყვეტილებების კოორდინაციის გამოცდილება.

მნიშვნელოვანი უნარები:
  • ძლიერი ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
  • დამოუკიდებელი პროფესიული პოზიციის ჩამოყალიბებისა და დასაბუთების უნარი;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი კომპლექსურ და დროით შეზღუდულ გარემოში;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტური ურთიერთობის უნარები;
  • მაღალი პასუხისმგებლობა, დამოუკიდებლად მუშაობისა და ინიციატივის აღების უნარი;
  • ახალი გარემოსა და ბაზრის სპეციფიკის სწრაფად ათვისების უნარი;
  • ცოდნის გაზიარებისა და გუნდების განვითარების მხარდაჭერის უნარი;
  • თანამედროვე ტექნოლოგიებისა და AI ინსტრუმენტების გამოყენების ინტერესი და მზაობა.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/CZwLF

Информация о вакантной должности:

Специализация/специальность:
Банковское дело Управление операционными рисками,Кредитный анализ малого и среднего бизнеса
Отрасль / сфера:
Финансы Банковская деятельность
Уровень должности:
Старший уровень
График:
Полная занятость
Форма занятости:
Срочный контракт
Место работы:
На рабочем месте

Требование работодателя:

Опыт обязателен:
Опыт от 7 года
Специализация/специальность(Обязательно):
Банковское дело Управление операционными рисками,Кредитный анализ малого и среднего бизнеса
Отрасль / сфера(Обязательно):
Финансы Банковская деятельность
Уровень(и) образования:
Бакалавр
Языки:
Английский
Просмотры
Уникальные просмотры