Главная

Полный текст объявления

This announcement is available only in Georgian language, please see the text below (You can also switch the site language from header language switcher)

,,დასაქმების სააგენტო HR'' აცხადებს ვაკანსიას სენიორ ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე ერთ-ერთი ლუდის მწარმოებელი უსმხვილესი კომპანიისთვის მცხეთის მუნიციპალიტეტში.

ძირითადი მოვალეობები:
  • ბრენდის / ბრენდების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება ბიზნესმიზნებთან სრული შესაბამისობით;
  • წლიური და კვარტალური ბრენდგეგმების მომზადება, შესრულება და მონიტორინგი;
  • ბრენდის პერფორმანსის მუდმივი ანალიზი (sell-in, sell-out, market share) და ოპტიმიზაციის ინიცირება;
  • ახალი პროდუქტების (NPD) დაგეგმვა, გაშვება და მართვა;
  • სრული მარკეტინგული მიქსის მართვა (ATL, BTL, Digital, Trade Activation);
  • კომუნიკაციის კამპანიების განვითარება პარტნიორ სააგენტოებთან ერთად და მათი ეფექტიანი განხორციელება;
  • ბრენდის ბიუჯეტის დაგეგმვა, მართვა და კონტროლი;
  • Consumer Insights-ისა და ბაზრის ანალიზის გამოყენება სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად;
  • მჭიდრო თანამშრომლობა გაყიდვების, თრეიდ მარკეტინგის, ფინანსურ და მიწოდების ჯაჭვის გუნდებთან;
  • პარტნიორი სააგენტოების (creative, media, production) მართვა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლის / თანამშრომლების მართვა და განვითარება;
  • ბაზარზე არსებული შესაძლებლობების იდენტიფიცირება და ბრენდის ზრდის ახალი ინიციატივების წამოწყება;
  • ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული დამატებითი ფუნქციების შესრულება და კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ბაკალავრის ხარისხი (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან მონათესავე სფეროში);
  • 5-6 წლიანი ჯამური სამუშაო გამოცდილება ბრენდ მენეჯერის/სენიორ ბრენდ მენეჯერის/პორტფოლიო მენეჯერის პოზიციაზე წარმოების/დისტრიბუციის/რითეილის/FMCG სექტორში;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
  • ბრენდის სტრატეგიის, სრული მარკეტინგული ციკლის, NPD-ისა და პორტფელის მართვის პრაქტიკული გამოცდილება.

დამატებითი დეტალები:
  • სამუშაო კვირა: 5 სამუშაო დღე; 40 სამუშაო საათი.
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კორპორატიული სატელეფონო პაკეტი;
  • საწვავის ლიმიტი - 100 ლიტრი;
  • ანაზღაურება - ფიქსირებული + ბონუსი.

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე მისამართზე: recruitment24@hh.ge

წარმატებებს გისურვებთ!

Информация о вакантной должности:

Специализация/специальность:
Маркетинг / Связи с общественностью (PR) Бренд-менеджмент,Разработка фирменного стиля
Отрасль / сфера:
Потребительские товары и услуги Вино и спиртные напитки
Уровень должности:
Средний уровень
График:
Полная занятость
Форма занятости:
Срочный контракт
Место работы:
На рабочем месте
Дополнительные преимущества:
Медицинская страховка,Корпоративный мобильный номер,Возмещение расходов на топливо

Требование работодателя:

Опыт обязателен:
от 5 до 6 года
Специализация/специальность(Обязательно):
Маркетинг / Связи с общественностью (PR) Бренд-менеджмент,Разработка фирменного стиля
Отрасль / сфера(Обязательно):
Потребительские товары и услуги Вино и спиртные напитки
Уровень должности:
Средний уровень,Старший уровень
Уровень(и) образования:
Бакалавр
Языки:
Английский
Просмотры
Уникальные просмотры