Главная

Полный текст объявления

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)


სს „პანექსი“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც პოლიურეთანის სენდვიჩ პანელებს აწარმოებს. ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და წარმოებული პროდუქციით საქართველოში ინდუსტრიული სამშენებლო მასალების წარმოებაში უპირობო ლიდერია.

ჩვენი მიზანია ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მომხმარებელს მივაწოდოთ საუკეთესოს ხარისხის პროდუქტი და მომსახურება.

კედლისა და სახურავის სენდვიჩ პანელის მწარმოებელი კომპანია „პანექსი“ აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის ოპერატორის პოზიციაზე ქ. რუსთავში.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მზა პროდუქციის ხარისხის კონტროლი და ობიექტური შეფასება;
  • პროდუქციის შემოწმება, შესაბამისობის დადგენა მოთხოვნილ სტანდარტებთან და ტექნიკურ პარამეტრებთან;
  • დოკუმენტაციის წარმოება;
  • დეფექტების გამოვლენის შემთხვევაში ოპერატიული რეაგირება;
  • ხელმძღვანელის მიერ სხვადასხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

მოთხოვნები:
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
  • ობიექტური და დეტალებზე ორიენტირებული;
  • პროფესიული განვითარებისადმი სწრაფვა

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მოწესრიგებული, პუნქტუალური;
  • სწრაფი ანალიზისა და რეაქციების მქონე

დამატებითი ინფორმაცია:
ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები) და ყოველთვიური ბონუსი
კორპ.დაზღვევა
სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, თბ.- წთ. ხიდის მე-17 კმ.
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/sC8bg7Ge

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ხარისხის კონტროლის სპეციალისტი.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

Информация о вакантной должности:

Специализация/специальность:
Администрация / Управление бизнесом Контроль качества
Отрасль / сфера:
Строительство Строительные материалы
Уровень должности:
Начальный уровень
График:
Полная занятость
Форма занятости:
Срочный контракт
Место работы:
На рабочем месте
Зарплата:
Фиксированный 1000 (+ Бонус)

Требование работодателя:

Опыт желателен:
Специализация/специальность(Желательно):
Администрация / Управление бизнесом Контроль качества
Отрасль / сфера(Желательно):
Строительство Строительные материалы
Уровень должности:
Начальный уровень
Уровень(и) образования:
Бакалавр, Cредняя школа, Mагистр, Доктор, Колледж, Другое
Языки:
Грузинский
Просмотры
Уникальные просмотры