Главная
Сегодня - 18 дек.

Nurse-Phlebotomist

Озургетский муниципалитет, Озургети
Информация о заявке
Электронная почта:hr.mwlab@gmail.com

Полный текст объявления

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

კომპანია „Medical World – მედიქალ ვორლდი“ საქართველოს ბაზარზე 2003 წლიდან ოპერირებს. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას თავდაპირველად სამედიცინო სფეროსთვის განკუთვნილი მაღალი ხარისხის აპარატურისა და აღჭურვილობის იმპორტი და მისი შემდგომი დისტრიბუცია წარმოადგენდა.
მრავალწლიანი საქმიანობის განმავლობაში კომპანიამ დააგროვა მნიშვნელოვანი გამოცდილება და პროფესიული კომპეტენცია სამედიცინო ტექნოლოგიებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მიმართულებით.
წლების განმავლობაში „Medical World – მედიქალ ვორლდი“ თანმიმდევრულად აფართოებდა საქმიანობის სფეროებს. 2017 წელს კომპანიის მიმართულებებს დაემატა სამედიცინო ლაბორატორია.
დღეს „Medical World – მედიქალ ვორლდი“ აერთიანებს სამედიცინო სფეროს რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას და მუდმივად ვითარდება, ინერგება ახალი სერვისები და ფართოვდება კომპანიის საქმიანობის არეალი არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით.

„მედიქალ ვორლდ’’-ის ლაბორატორია აცხადებს ვაკანსიას ოზურგეთის ფილიალის ექთანი-ფლებოტომისტის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. ოზურგეთი, წულაძის ქუჩა, ავტოსადგურის მიმდებარედ.
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი 09:00 – 17:00 სთ; შაბათი 09:00 – 14:00 სთ;
ანაზღაურება: 600 ლარიდან გამოცდილების მიხედვით.

ძირითადი სამუშაო მიმართულებები:
  • პაციენტებისგან ვენური და საჭიროების შემთხვევაში კაპილარული სისხლის ნიმუშების აღება დადგენილი სტანდარტებისა და პროტოკოლის შესაბამისად
  • პაციენტის იდენტიფიკაცია, დანიშნული გამოკვლევების გადამოწმება და სინჯარების სწორად შერჩევა
  • საჭიროების შემთხვევაში პაციენტების რეგისტრაცია საინფორმაციო სისტემაში
  • ნიმუშების მარკირება, სწორი შენახვა და ლაბორატორიაში უსაფრთხო ტრანსპორტირება
  • საჭიროების შემთხვევაში გამოძახებებში მონაწილეობა (სისხლის აღება პაციენტის სახლში)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი;
  • სასურველია 2 (ორი) წლიანი სამუშაო გამოცდილება, როგორც მოზრდილთა ისე პედიატრიულ ასაკში.
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა;

საჭირო კომპეტენციები/უნარები:
  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

ჩვენთან დაგხვდებათ:
  • პროფესიული და მეგობრული სამუშაო გარემო — სადაც გუნდური თანამშრომლობა, განვითარება და პაციენტზე ზრუნვა ჩვენი საქმიანობის მთავარი პრიორიტეტებია;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობები — ტრენინგები, სწავლა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
  • თანამედროვე და ორგანიზებული სამუშაო პროცესი — რომელიც ხელს უწყობს როგორც თანამშრომლის, ისე კომპანიის მუდმივ განვითარებას;
  • ლაბორატორიული სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა სპეციალური პირობებით, მათ შორის ოჯახის წევრებისთვის;
  • FitPass-ის პროგრამა — ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის.

ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობისა და მომსახურებების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ შემდეგ ვებგვერდებსა და სოციალური მედიის გვერდებს:
https://mlab.ge/;
https://mworld.ge/
https://www.facebook.com/mlab.ge/?locale=ka_GE;
https://www.facebook.com/mworld.ge/?locale=ka_GE

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.mwlab@gmail.com
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის Subject ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება: „ოზურგეთის ფილიალის ექთანი-ფლებოტომისტი“.
კანდიდატის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება და შეინახება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობით, დადგენილი წესის შესაბამისად.

Информация о вакантной должности:

Специализация/специальность:
Медицина Уход за больными,Флеботомия,Лаборатория
Отрасль / сфера:
Здравоохранение Больницы и здравоохранение
Уровень должности:
Средний уровень
График:
Полная занятость
Форма занятости:
Срочный контракт
Место работы:
На рабочем месте
Зарплата:
Фиксированный 600

Требование работодателя:

Опыт желателен:
Опыт от 2 года
Специализация/специальность(Желательно):
Медицина Уход за больными,Флеботомия,Лаборатория
Отрасль / сфера(Желательно):
Здравоохранение Больницы и здравоохранение
Уровень(и) образования:
Бакалавр, Cредняя школа
Языки:
Грузинский
Водительские права:
B Категория
Просмотры
Уникальные просмотры