Главная
Стандарт Сегодня - 17 дек.

Cable car operator

Тбилиси
Стандарт
Информация о заявке
Электронная почта:hr@gtdf.ge

Полный текст объявления

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საბაგირო გზის ოპერატორი

დამსაქმებელი: საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი / პროექტი: ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
  • ვალდებულია განახორციელოს საბაგირო გზის და მართვის კომპიუტერული სისტემის საერთო სისტემური გამართულობის შემოწმება მგზავრთა მიღებამდე და მონიტორინგი მუშაობის პროცესში;
  • ვალდებულია მიაწოდოს ინფორმაცია ხელმძღვანელობას/ შესაბამის განსაზღვრულ პირებს გამოვლენილი გაუმართაობების ან დაზიანებების შესახებ და მონაწილეობა მიიღოს მათ აღმოფხვრაში;
  • ცვლის განმავლობაში ვალდებულია აწარმოოს არსებული მეტეოროლოგიური პირობების, საბაგირო გზის მუშაობისათვის სავალდებულო მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი, მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების შემთხვევაში აცნობოს შესაბამის განსაზღვრულ პირებს, ხოლო შემდგომ იმოქმედოს ხელმძღვანელი პირების მითითებების შესაბამისად;
  • ვალდებულია თვალყური ადევნოს მგზავრთა უსაფრთხოდ ჩასხდომა გადმოსხდომას საბაგირო გზის სადგურის ბაქანზე. მგზავრთა მხრიდან უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში შეაჩეროს საბაგირო გზის მუშაობა;
  • ვალდებულია დაეხმაროს მგზავრებს მგზავრობის საფასურის ელექტრონულად გადახდისას და ავტომატური საკონტროლო პუნქტების გადალახვაში. მოახდინოს მგზავრთა იმ კატეგორიის იდენტიფიცირება, რომლებიც საბაგირო გზით მგზავრობისას სარგებლობენ შეღავათიანი მგზავრობის უფლებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • საბაგირო გზაზე ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის, ან სხვა გაუმართაობის შემთხვევაში, მონაწილეობას იღებს საბაგირო გზის ავარიული მართვის რეჟიმში და ახდენს მგზავრთა უსაფრთხო ევაკუაციას;
  • მონაწილეობს საბაგირო გზის, სამგზავრო ვაგონების, ძირითადი აგრეგატების, მოწყობილობების ტექნიკური მომსახურების და სარემონტო სამუშაოებში;
  • პასუხისმგებელია მის მატერიალურ პასუხისმგებლობაში არსებულ სამსახურის ქონებასა და საბაგირო გზის ბალანსზე რიცხული მატერიალურ ტექნიკურ ფასეულობებზე ცვლის განმავლობაში;
  • ოპერატორს მოეთხოვება უსაფრთხოების ტექნიკის, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა, საწარმოო სანიტარული ნორმებისა და მოთხოვნების, მის საქმიანობასთან დაკავშირებული სახელმძღვანელოების და წესების, კომპანიის ხელმძღვანელობის განკარგულებითი დოკუმენტების (წესები, ინსტრუქციები, მითითებები და სხვა) და სხვა სამართლებრივი აქტების ცოდნა.

ძირითადი მოთხოვნები:
  • ტექნიკური განათლება
  • ტექნიკური მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ქართული ენის ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა; სასურველია გერმანული ენის ცოდნა
  • სიმაღლეზე მუშაობის გამოცდილება, სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების ნორმების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:
  • ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი. პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. კომუნიკაციის კარგი უნარი. გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV hr@gtdf.ge არა უგვიანეს 2026 წლის 17 დეკემბრისა.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

წარმატებას გისურვებთ!

Информация о вакантной должности:

Специализация/специальность:
Туризм/развлечения Эксплуатация достопримечательностей
Отрасль / сфера:
Отдых и путешествия Развлекательные объекты и услуги
Уровень должности:
Средний уровень
График:
Полная занятость
Форма занятости:
Срочный контракт
Место работы:
На рабочем месте

Требование работодателя:

Опыт обязателен:
Опыт от 2 года
Специализация/специальность(Обязательно):
Туризм/развлечения Эксплуатация достопримечательностей
Отрасль / сфера(Обязательно):
Отдых и путешествия Развлекательные объекты и услуги
Уровень должности:
Средний уровень
Уровень(и) образования:
Бакалавр
Языки:
Английский,Немецкий,Грузинский
Просмотры
Уникальные просмотры