Стандарт ![]()
Информация о заявке
Электронная почта:vacancy@tsu.ge
Полный текст объявления
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების ადმინისტრატორის პოზიციაზე შესარჩევად
თსუ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების ადმინისტრატორის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1000 (ათასი) ლარით (საშემოსავლო და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით). შრომითი ურთიერთობის სხვა პირობები დაზუსტდება შრომითი ხელშეკრულებით.
აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
- ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
- ადმინისტრაციულ, საორგანიზაციო, ლოჯისტიკის, სამეურნეო, ოპერაციების ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს (Word, Excel) ;
აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები :
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი;
- სტრესულ და კონფლიქტურ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
აპლიკანტი უნდა იცნობდეს:
- პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე თსუ-ში მომედ რეგულაციებს;
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს;
მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების ადმინისტრატორის პოზიციაზე შერჩეულ ადმინისტრატორს მოეთხოვება შემდეგი ვალდებულებების (ძირითადი მოვალეობები) შეასრულება:
- უნივერსიტეტის მე-5 კორპუსში და მის პერიმეტრზე სანიტარულ - ჰიგიენური პირობების დაცვის უზრუნველყოფა;
- უნივერსიტეტის კორპუსიდან გადაადგილებულ ინვენტარზე მიღბა-ჩაბარების აქტების წარმოება
- კორპუსში განთავსებული მატერიალური ფასეულობების დაცვა - შენახვაზე და მოძრაობაზე კონტროლის განხორციელება;
- გახარჯული მასალების დადგენილი წესის შესაბამისად დოკუმენტაციის მომზადება;
- ხელმძღვანელის მიმდინარე დავალებების შესრულება.
კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
- განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
- CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
- ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ - ცნობის წარმოდგენა ადმინისტრატორის პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში;
კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. აპლიკანტები, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად.
ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ უნდა იქნეს 2026 წლის 18 ნოემბრიდან 2026 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს „მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების ადმინისტრატორი“ .
Информация о вакантной должности:
- Специализация/специальность:
- Администрация / Управление бизнесом
Управление экономическими процессами - Отрасль / сфера:
- Образование
Высшее образование - Уровень должности:
- Средний уровень
- График:
- Полная занятость
- Форма занятости:
- Срочный контракт
- Место работы:
- На рабочем месте
- Зарплата:
- Фиксированный 1000
Требование работодателя:
- Опыт обязателен:
- Специализация/специальность(Обязательно):
- Администрация / Управление бизнесом
Управление экономическими процессами - Отрасль / сфера(Обязательно):
- Образование
Высшее образование - Уровень должности:
- Средний уровень
- Уровень(и) образования:
- Бакалавр, Mагистр, Доктор
- Языки:
- Грузинский