Vip 

Информация о заявке
Электронная почта:HR@gsmmotors.ge
Полный текст объявления
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
კომპანია “ ჯი ეს ემ მოტორს საქართველო” 2019 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ავტო/ტექ მომსახურეობა მსუბუქი, სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით. ასევე სათადარიგო ნაწილებით საცალო და სადისტრიბუციო ვაჭრობა. კომპანია აქტიურად მუშაობს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში.
პოზიციის შესახებ
GSM Motors ეძებს მთავარ ბუღალტერს, რომელიც უხელმძღვანელებს ბუღალტერიის გუნდს, მართავს კომპანიის საბუღალტრო აღრიცხვას და პასუხს აგებს თვისა და წლის დახურვაზე, საგადასახადო შესაბამისობასა და მონაცემების სიზუსტეზე.
ძირითადი პასუხისმგებლობები
- ბუღალტერიის გუნდის ხელმძღვანელობა: დავალებების განაწილება, დატვირთვისა და ვადების კონტროლი, თანამშრომლების სწავლება.
- თვისა და წლის დახურვის მართვა, შეჯერებებისა და კორექტირებების შემოწმება; სააღრიცხვო პოლიტიკისა და პროცედურების განვითარება.
- დღგ-ისა და ქონების გადასახადის დეკლარაციების მომზადება და წარდგენა, სხვა დეკლარაციების სისწორისა და ვადების ზედამხედველობა; ხელშეკრულებების საგადასახადო კუთხით განხილვა.
- საერთაშორისო გადარიცხვები, საბანკო ოპერაციების კონტროლი და ბანკის შეჯერებების დამტკიცება.
- იმპორტის, თვითღირებულების, მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის კონტროლი, ცვეთის დარიცხვა, ინვენტარიზაციის შედეგების ასახვის შემოწმება.
- ხელფასებისა და სხვა დარიცხვების შემოწმება, სახელფასო უწყისის დამტკიცება გადარიცხვამდე.
- დებიტორულ-კრედიტორული ნაშთებისა და მომწოდებლების ავანსების კონტროლი, უცხოელი მომწოდებლების ავანსების დახურვა, სხვაობების გადაწყვეტა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ბუღალტერიის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით.
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლის გამოცდილება.
- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ღრმა ცოდნა; თვიური და წლიური დახურვის სრული ციკლის მართვის პრაქტიკა.
- საოფისე პროგრამების (MS Office) და Excel-ის ცოდნა.
- რომელიმე ბუღალტრული პროგრამის ცოდნა.
- ინგლისური/რუსული ენის ცოდნა.
- ძლიერი ანალიტიკური, ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები.
პირობები
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. თვალჭრელიძის მე-4 შესახ. N5
განაცხადის გამოგზავნა
CV გამოგზავნეთ ელფოსტაზე: HR@gsmmotors.ge სათაურში მიუთითეთ „მთავარი ბუღალტერი“. გასაუბრებაზე მოვიწვევთ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
Информация о вакантной должности:
- Специализация/специальность:
- Бухгалтерия / Финансы
Бухгалтерский учет - Отрасль / сфера:
- Потребительские товары и услуги
Транспортные средства - Уровень должности:
- Средний уровень
- График:
- Полная занятость
- Форма занятости:
- Срочный контракт
- Место работы:
- На рабочем месте
Требование работодателя:
- Опыт обязателен:
- Опыт от 2 года
- Специализация/специальность(Обязательно):
- Бухгалтерия / Финансы
Бухгалтерский учет - Отрасль / сфера(Обязательно):
- Потребительские товары и услуги
Транспортные средства - Уровень должности:
- Средний уровень
- Уровень(и) образования:
- Бакалавр, Mагистр, Доктор
- Языки:
- Грузинский,Английский,Русский
- Профессиональные навыки:
- Microsoft Excel