Главная

Полный текст объявления

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

კომპანია „ორგსერვისი" — საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში, იწვევს გუნდში ენერგიულ და მოტივირებულ წევრებს გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

თუ გიყვართ ხელოვნება, საკანცელარიო სამყარო და ადამიანებთან კომუნიკაცია, ეს ვაკანსია სწორედ თქვენთვისაა!

სამუშაო პირობები და გრაფიკი

აღწერა
  • სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • გრაფიკი: 5-დღიანი სამუშაო კვირა, 8-საათიანი სამუშაო დღე (+ 1 საათი შესვენება) სამუშაო დღეები და საათები დინამიურია.
  • სამუშაო ლოკაციები: ილ. ჭავჭავაძის გამზ. #37ლ (HOMEMART) ალ. ყაზბეგის გამზ. #28 (KOH-I-NOOR)

ანაზღაურება და ბენეფიტები
  • გამჭვირვალე ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი (საშუალო რეალური შემოსავალი: 900 - 1200 ლარი, ხელზე ასაღები / Net)
  • გამომუშავებული ბონუსი: გაყიდვების შედეგების მიხედვით
  • სწავლება/ადაპტაცია (1-3 თვე): სრულად ანაზღაურებადი პირველივე დღიდან
  • ზეგანაკვეთური შრომა: სრულად ანაზღაურებადი საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად
  • ჯანმრთელობის დაზღვევა: კორპორაციული სადაზღვევო პაკეტი
  • თანამშრომლის ფასდაკლება: ექსკლუზიური კორპორაციული ფასდაკლება საერთაშორისო ბრენდების სამხატვრო და საკანცელარიო სრულ ასორტიმენტზე
  • პროფესიული ზრდა: წამყვანი მსოფლიო ბრენდების პროდუქციის სიღრმისეული შესწავლა, უფასო შიდა ტრენინგები და მასტერკლასები

ძირითადი მოვალეობები
  • მომხმარებლის თავაზიანი, პროფესიონალური მომსახურება და საჭიროებებზე მორგებული კონსულტაციის გაწევა
  • სამხატვრო და საკანცელარიო პროდუქციის მახასიათებლების, ტექნიკებისა და გამოყენების წესების შესწავლა
  • სავაჭრო დარბაზის მოწესრიგება, პროდუქციის მიღება და სწორი განლაგება (მერჩენდაიზინგი)
  • ფასმაჩვენებლების სიზუსტისა და თაროებზე ნაშთების მუდმივი კონტროლი
  • სალარო და სასაწყობო პროგრამაში ოპერაციების წარმოება (პროგრამის სწავლება ხდება ადგილზე). დაიწყება სწავლება/ადაპტაციის პერიოდის დასრულების შემდეგ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • სამუშაო გამოცდილება საცალო გაყიდვებში ან მომსახურების სფეროში (ჩაითვლება უპირატესობად)
  • ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (უცხოელ მომხმარებლებთან კომუნიკაციისთვის)
  • სასაწყობო/საცალო სავაჭრო პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
  • სამხატვრო ან საკანცელარიო სფეროს საბაზისო ცოდნა/ინტერესი (ჩაითვლება მნიშვნელოვან პლუსად)

პიროვნული თვისებები
  • გამართული და თავაზიანი ვერბალური კომუნიკაცია
  • გუნდური მუშაობის უნარი და კეთილგანწყობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • დინამიურ გარემოში ადაპტაციისა და ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი

როგორ მოგვმართოთ
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: cv@orgservice.ge.
გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ: „გაყიდვების კონსულტანტი — [სასურველი ლოკაცია: ვაკე ან საბურთალო]".

Информация о вакантной должности:

Специализация/специальность:
Продажи Консультации и рекомендации по продажам,Оптовые продажи,Розничные продажи,Обслуживание клиентов
Отрасль / сфера:
Розничная торговля Розничная торговля,Оптовая торговля
Уровень должности:
Начальный уровень
График:
Полная занятость
Форма занятости:
Срочный контракт
Место работы:
На рабочем месте
Дополнительные преимущества:
Медицинская страховка,Обучение и возможность профессионального роста,Скидки в наших/партнерских компаниях,Бонусы и поощрения

Требование работодателя:

Опыт работы:
Опыт не имеет значения — будут рассмотрены кандидаты как без опыта, так и с опытом
Уровень(и) образования:
Другое, Бакалавр
Языки:
Английский
Просмотры
Уникальные просмотры