Главная
13 нояб. - 12 дек.

Construction Project Manager

Тбилиси
Информация о заявке
Электронная почта:hr@onyxcorporation.ge

Полный текст объявления

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
ონიქს კორპორეიშენი აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტის მენეჯერის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები
  • ოფისების მოწყობის, რემონტისა და სამშენებლო პროექტების სრული ციკლის მართვა (დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი, დასრულება) დადგენილ ვადებში, ბიუჯეტსა და ხარისხობრივ სტანდარტებთან შესაბამისობაში;
  • პროექტის გეგმის, გრაფიკისა და ბიუჯეტის შემუშავება, მონიტორინგი;
  • ეფექტური კოორდინაცია პროექტში ჩართულ მხარეებთან: კომპანიის ხელმძღვანელობა, არქიტექტორები, დიზაინერები, ინჟინრები, კონტრაქტორები, მომწოდებლები;
  • კომპანიის მოთხოვნებისა და სტანდარტების ინტეგრირება ოფისური სივრცეების დაგეგმარებასა და მოწყობაში;
  • ტექნიკური და სამშენებლო დოკუმენტაციის რევიზია;
  • პროექტის ძირითადი რისკების იდენტიფიცირება, ანალიზი, რეაგირება და მართვა;
  • კონტრაქტების მართვა, ცვლილებების კონტროლი;
  • პროექტის დოკუმენტაციისა და ანგარიშგების წარმოება (მათ შორის რეპორტები ხელმძღვანელობისთვის);
  • რეგულარული ვიზიტები და სამუშაოების წარმოების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავსი მიმართულებით;
  • პროექტების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
  • ოფისების, კომერციული ან მსგავსი ობიექტების მოწყობა-მშენებლობის პროექტებზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • MS Excel და MS Project პროგრამებში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება.

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@onyxcorporation.ge. ელ-ფოსტის სათაურში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

Информация о вакантной должности:

Специализация/специальность:
Строительство Технический надзор,Строительные работыМедицина Аптека,ДругоеАдминистрация / Управление бизнесом Управление проектами
Отрасль / сфера:
Здравоохранение Фармацевтические препараты
Уровень должности:
Старший уровень
График:
Полная занятость
Форма занятости:
Срочный контракт
Место работы:
На рабочем месте

Требование работодателя:

Опыт обязателен:
Опыт от 3 года
Специализация/специальность(Обязательно):
Строительство Технический надзор,Строительные работыМедицина Аптека,ДругоеАдминистрация / Управление бизнесом Управление проектами
Отрасль / сфера(Обязательно):
Здравоохранение Фармацевтические препараты
Уровень должности:
Старший уровень
Уровень(и) образования:
Бакалавр, Mагистр, Доктор
Языки:
Английский,Русский
Просмотры
Уникальные просмотры