Главная
04 нояб. - 25 нояб.

Installment Officer

Рустави, Другое

Полный текст объявления

This announcement is available only in Georgian language, please see the text below (You can also switch the site language from header language switcher)
კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - განვადების ოფიცერი რუსთავის სერვისცენტრში,

კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.

საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.

#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია

ჩვენ გთავაზობთ:
  • პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.

სამუშაოს აღწერა:
  • კრედოს საგანვადებო პროდუქტების ეფექტური გაყიდვა და პრომოუშენი როგორც კრედოს კონტრაქტორ მაღაზიებში, ისე მის ფარგლებს გარეთ;
  • საგანვადებო პრუდუქტის დამუშავებისა და გაცემის სრული ციკლის მართვა;
  • კლინეტის ინფორმირება და მაღალი მომსახურების შეთავაზება;
  • კვირაში ერთხელ მის მიერ შედგენილი დოკუმენტაციის ფილიალში მიწოდების უზრუნველყოფა;
  • კომპეტენციის ფარგლებში, საბანკო პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობისა და კორექტულობის გრძნობა;
  • აქტიური და დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
  • სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!

შენიშვნა:თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

Информация о вакантной должности:

Специализация/специальность:
Банковское дело Выдача и управление кредитом
Отрасль / сфера:
Финансы Банковская деятельность
Уровень должности:
Средний уровень
График:
Полная занятость
Форма занятости:
Срочный контракт
Место работы:
На рабочем месте

Требование работодателя:

Опыт работы:
Опыт не имеет значения — будут рассмотрены кандидаты как без опыта, так и с опытом
Уровень(и) образования:
Cредняя школа, Бакалавр, Неполная средняя школа, Mагистр, Доктор, Колледж, Другое
Языки:
Грузинский
Просмотры
Уникальные просмотры