Полный текст объявления
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
სამშენებლო კომპანია შპს „ალუმეტ“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: 1C ოპერატორი — მასალებისა და საწყობების აღრიცხვა.
შპს „ალუმეტ“ 2009 წლიდან საქმიანობს სამშენებლო სფეროში. ჩვენი მიმართულებებია ალუმინისა და მინის ფასადური სისტემები, კარ-ფანჯრები, ვენტილირებადი ფასადები და მინის მოაჯირები.
ვის ვეძებთ: სპეციალისტს, რომელსაც აქვს 1C-ში მასალებისა და საწყობების ყოველდღიური აღრიცხვის პრაქტიკა სამშენებლო ან საწარმოო კომპანიაში. სამუშაო მოიცავს არა მხოლოდ საქონლის მიღება-რეალიზაციას, არამედ ნედლეულის, მასალების, საწარმოო და სამშენებლო ობიექტებზე მოძრაობების, ნაშთებისა და ჩამოწერების კონტროლს.
სამშენებლო და საწარმოო გამოცდილება აუცილებელია - თბილისი - სრული განაკვეთი.
პოზიციის ძირითადი მიზანი:
- ALUMET-ის საწყობებში, წარმოებასა და სამშენებლო ობიექტებზე მასალების მოძრაობის დროული და ზუსტი ასახვა 1C-ში; შესრულებული სამუშაოებისა და საწარმოო შეკვეთების მონაცემებით მასალების ჩამოწერა, ნაშთებისა და პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი.
- ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- 1C-ში მასალების მიღების, გაცემის, საწყობებს შორის, წარმოებაში და სამშენებლო ობიექტებზე გადაადგილების, დაბრუნებისა და ჩამოწერის აღრიცხვა;
- საწყობის პროგრამული ნაშთების ფაქტობრივ მონაცემებთან შეჯერება, ინვენტარიზაციის შედეგებისა და გამოვლენილი სხვაობების დამუშავება;
- შესრულებული სამუშაოების აქტების / ფორმა №2-ისა და ინჟინრების მონაცემების საფუძველზე პროექტებზე გამოყენებული მასალების ჩამოწერის მომზადება და 1C-ში გატარება;
- საწარმოო შეკვეთების მიხედვით ნედლეულისა და კომპონენტების გაცემის, ფაქტობრივი ხარჯვისა და ნარჩენების/დაბრუნებების აღრიცხვა;
- მასალების დასახელებების, ერთეულების, რაოდენობების, საწყობების, ობიექტებისა და პროექტის კოდების სისწორის კონტროლი;
- შესყიდვის, მიღება-ჩაბარების, სასაქონლო ზედნადებების, ინვოისებისა და სხვა პირველადი დოკუმენტების შემოწმება და სისტემაში ასახვა;
- Excel-ში პროექტებისა და საწყობების მიხედვით მასალების მოძრაობის, ნაშთების, ჩამოწერებისა და შეუსაბამობების შედარებითი ცხრილების მომზადება;
- საწყობის, წარმოების, პროექტების მენეჯერების, ინჟინრებისა და ბუღალტერიის გუნდებთან ყოველდღიური კოორდინაცია;
- საჭიროების შემთხვევაში დისტანციური განბაჟებისა და შესაბამის ელექტრონულ სისტემებში დოკუმენტების დამუშავება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები — აუცილებელია:
- 1C პროგრამაში მასალებისა და სასაწყობო ოპერაციების ყოველდღიური აღრიცხვის დადასტურებული პრაქტიკული გამოცდილება;
- სამშენებლო ან საწარმოო კომპანიაში მასალების, ნედლეულის ან მარაგების მოძრაობის აღრიცხვაზე მუშაობის გამოცდილება;
- საწყობის მიღება-გაცემის, შიდა გადაადგილებების, ობიექტებზე/წარმოებაში გაცემის, ნაშთების კონტროლისა და მონაცემების შეჯერების გამოცდილება;
- ზედნადებების, ინვოისების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის ცოდნა;
- Microsoft Excel-ის კარგი სამუშაო ცოდნა — ფორმულები, ფილტრები, მონაცემების შედარება და მოცულობითი ცხრილების დამუშავება;
- საშუალო პროფესიული ან უმაღლესი განათლება.
დამატებითი უპირატესობები
- სამშენებლო პროექტების მიხედვით მასალების ჩამოწერა, შესრულებული სამუშაოების აქტებთან / ფორმა №2-ებთან მუშაობა;
- წარმოებაში ნედლეულის ხარჯვის, წარმოების შეკვეთების, ნარჩენებისა და დაბრუნებების აღრიცხვა;
- ინვენტარიზაციის, იმპორტის დოკუმენტებთან ან დისტანციური განბაჟების პროცედურებთან მუშაობის გამოცდილება;
- რუსული ენის ცოდნა.
პიროვნული უნარები:
- სიზუსტე და დეტალების მიმართ ყურადღება;
- ანალიტიკური აზროვნება;
- პასუხისმგებლობა; ორგანიზებულობა;
- შეუსაბამობების დამოუკიდებლად გამოვლენისა და სხვადასხვა განყოფილებასთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ოფისი, თბილისი;
- დღეები: ორშაბათი–პარასკევი;
- საათები: 10:00–18:00;
- ანაზღაურება: 2,000 ლარი. ანაზღაურების ზრდის პერსპექტივა — კვალიფიკაციისა და პასუხისმგებლობის ზრდის შესაბამისად.
განაცხადის გაგზავნა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV: agobronidze@alumet.ge
წერილის სათაურში მიუთითეთ სათაური: „1C ოპერატორი — მასალების აღრიცხვა“.
გთხოვთ, CV-ში მიუთითოთ კონკრეტული სამუშაო მაგალითები: რომელ სამშენებლო ან საწარმოო კომპანიაში მუშაობდით; რა ტიპის საწყობებსა და მასალებს აღრიცხავდით 1C-ში; გაქვთ თუ არა პროექტების/წარმოების შეკვეთების მიხედვით მასალების ჩამოწერისა და ფორმა №2-თან მუშაობის გამოცდილება.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: alumet.ge
Информация о вакантной должности:
- Специализация/специальность:
- Логистика / Транспорт
СкладБухгалтерия / Финансы 1C - Отрасль / сфера:
- Строительство
Строительство,Гражданское строительство - Уровень должности:
- Средний уровень
- График:
- Полная занятость
- Форма занятости:
- Срочный контракт
- Место работы:
- На рабочем месте
- Зарплата:
- Фиксированный 2000
Требование работодателя:
- Опыт обязателен:
- Специализация/специальность(Обязательно):
- Логистика / Транспорт
СкладБухгалтерия / Финансы 1C - Отрасль / сфера(Обязательно):
- Строительство
Строительство,Гражданское строительство - Уровень должности:
- Средний уровень
- Уровень(и) образования:
- Бакалавр, Mагистр, Доктор, Колледж, Другое
- Языки:
- Английский,Русский