Полный текст объявления
This announcement is available only in Georgian language, please see the text below (You can also switch the site language from header language switcher)
კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
- გარე რეკლამის დამზადება
- პრომო პროდუქციის წარმოება
- პოლიგრაფიული მომსახურება
- ფართოფორმატიანი და ოფსეტური ბეჭდვა
- დიზაინის მომსახურება
კომპანია აცხადებს ვაკანსიას- მძღოლის თანამდებობაზე, რომლის ძირითადი მოვალეობაა კომპანიის ავტომობილით პროდუქციის და მასალების უსაფრთხო და დროული ტრანსპორტირება.
სამუშაო განაკვეთი: სრული, 5-დღიანი სამუშაო კვირა, 10:00–19:00 სამუშაო დღეები: ორშაბათი–პარასკევი ადგილმდებარეობა: თბილისი, მარცხენა სანაპირო, კოსმონავტების ქ. 49, 1 თვის შემდეგ ფეიქრების ქუჩა ექვემდებარება: შესყიდვების მენეჯერს ანაზღაურება: 1500 ლარი ხელზე ასაღები
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- შესყიდული მასალების მომწოდებლებისგან მიღება და ოფისში ტრანსპორტირება;
- შესყიდულ მასალებთან დაკავშირებული ზედნადებების, ჩეკებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მიღება და ოფისში ჩაბარება;
- პროდუქციისა და მასალების უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
- მიღება-ჩაბარებასთან დაკავშირებული საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგება;
- კომპანიის მზა პროდუქციის დამკვეთებისთვის დროული და უსაფრთხო მიწოდება;
- დამკვეთისგან პროდუქციისა და საჭირო მასალების ოფისში მოტანა;
- დამკვეთებისთვის ხელშეკრულებებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მიწოდება;
- კომპანიის ავტომობილის სისუფთავისა და გამართულობის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
- B კატეგორიის (მექანიკური) მართვის მოწმობა და მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება;
- პუნქტუალურობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- კომუნიკაციის კარგი უნარი.
ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კორპორატიული ტელეფონი.
თუ დაინტერესდით აღნიშნული ვაკანსიით და აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ ფოსტაზე: hr@daisy.ge
გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მძღოლი.
მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება ტელეფონის საშუალებით დაკავშირება და გასაუბრების დანიშვნა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 3 დეკემბერი2026.
კანდიდატის შერჩევისას კომპანია ითვალისწინებს მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაო გამოცდილებას და უნარ-ჩვევებს. შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატის დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
გაცნობებთ რომ შპს ,,დეიზი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მათი წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ ელ. ფოსტაზე: hr@daisy.ge.
Информация о вакантной должности:
- Специализация/специальность:
- Администрация / Управление бизнесом
Водитель административного персонала - Отрасль / сфера:
- Потребительские товары и услуги
Услуги для потребителей - Уровень должности:
- Средний уровень
- График:
- Полная занятость
- Форма занятости:
- Срочный контракт
- Место работы:
- На рабочем месте
- Дополнительные преимущества:
- Медицинская страховка
Требование работодателя:
- Опыт обязателен:
- Опыт от 1 год
- Специализация/специальность(Обязательно):
- Администрация / Управление бизнесом
Водитель административного персонала - Отрасль / сфера(Обязательно):
- Потребительские товары и услуги
Услуги для потребителей - Уровень должности:
- Средний уровень
- Уровень(и) образования:
- Cредняя школа, Неполная средняя школа, Колледж, Другое
- Языки:
- Грузинский
- Водительские права:
- B Категория