Главная
27 окт. - 25 нояб.

Mechanic

Тбилиси, Массив Дигоми, Улица Белиашвили
Информация о заявке
Электронная почта:hr@geotechnics.ge

Полный текст объявления

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)


კომპანია "ჯეო ტექნიკსი" 2017 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს ტვირთების ტრანსპორტირება და სპეც. ტექნიკის გაქირავება / რეალიზაცია.

კომპანია „ჯეო ტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას - მექანიკოსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი; ა. ბელიაშვილი #142
სამუშაო გრაფიკი: სრული (09:00-18:00)

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის საკუთრებაში არსებული ტექნიკის (JCB; ავტოკრანი; სასაწყობე დამტვირთველი და ა.შ.) დიაგნოსტიკა;
  • კომპანიის სარგებლობაში არსებული ტექნიკის შეკეთება/გამართულობაზე ზრუნვა;
  • კომპანიის საკუთრებაში არსებული ტექნიკის შეკეთება როგორც ადგილზე, ასევე - სხვადასხვა ობიექტზე;
  • ტექნიკისთვის რეგულარული სერვისების ჩატარება;
  • ანგარიშგება ხელმძღვანელთან;

ძირითადი მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • მართვის მოწმობა B კატეგორია;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სამუშაოს დაგეგმვის და დადგენილ ვადებში შესრულების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კორპორატიული ნომერი;
  • სახელფასო დანამატები;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@geotechnics.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება (მექანიკოსი).

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!

Информация о вакантной должности:

Специализация/специальность:
Производство/Операции Механика
Отрасль / сфера:
Розничная торговля Розничная торговляПотребительские товары и услуги Транспортные средства
Уровень должности:
Средний уровень
График:
Полная занятость
Форма занятости:
Срочный контракт
Место работы:
На рабочем месте
Дополнительные преимущества:
Медицинская страховка,Корпоративный мобильный номер

Требование работодателя:

Опыт желателен:
Специализация/специальность(Обязательно):
Производство/Операции Механика
Отрасль / сфера(Обязательно):
Розничная торговля Розничная торговляПотребительские товары и услуги Транспортные средства
Уровень должности:
Средний уровень
Уровень(и) образования:
Неполная средняя школа, Cредняя школа, Бакалавр, Mагистр, Доктор, Колледж, Другое
Языки:
Грузинский
Водительские права:
B Категория
Просмотры
Уникальные просмотры