Главная

Полный текст объявления

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
საქართველოს ფოსტა აცხადებს ვაკანსიას დამხმარე სპეციალისტის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება - 1050 ლარი

სამუშაო განრიგი - მონაცვლეობით, ერთი კვირა - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 17:00 საათამდე, შაბათს - 10:00 საათიდან 14:00 საათამდე. მეორე კვირა - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00 საათიდან 19:00 საათამდე, შაბათს - 12:00 საათიდან 16:00 საათამდე.

ძირითადი მოვალეობა:
  • საფოსტო გზავნილების ჩამოტვირთვა/დასაწყობება შესაბამის ტერიტორიაზე, მათი ფიზიკური გადატანა და საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის გადაცემა;
  • გზავნილების განთავსება არსებული წესის დაცვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • სასურველია საწყობში მუშაობის გამოცდილება;
  • ფიზიკური დატვირთვისა და სიმძიმის აწევის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

კანდიდატთა შერჩევა:
  • კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
  • გასაუბრება;
  • მოსამზადებელი ეტაპი.

დაინტერესებული პირებმა გთხოვთ იხილოთ ბმული: https://gpost.ge/info/career-application-form?vacancyId=1796

ვაკანსიის შესახებ განაცხადის საპასუხოდ დასაქმების კანდიდატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ გადაცემით, დასაქმების კანდიდატი აცხადებს თანხმობას, შპს „საქართველოს ფოსტამ“ დაამუშაოს მისთვის მიწოდებული პერსონალური მონაცემები დასაქმების კანდიდატის არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შეფასების, აგრეთვე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამასთან, დასაქმების კანდიდატი თანახმაა, მის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე გადაცემული პერსონალური მონაცემები შპს „საქართველოს ფოსტამ“ შეინახოს არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

დასაქმების კანდიდატის მიერ „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებებით (მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების, გასწორების, განახლებისა და შევსების, დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების, აგრეთვე დაბლოკვის უფლებები) სარგებლობისათვის, დასაქმების კანდიდატმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გამოაგზავნოს შპს „საქართველოს ფოსტის“ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge.

Информация о вакантной должности:

Специализация/специальность:
Логистика / Транспорт Склад
Отрасль / сфера:
Транспорт, логистика и цепочка поставок Доставка посылок/грузов
Уровень должности:
Начальный уровень
График:
Полная занятость
Форма занятости:
Срочный контракт
Место работы:
На рабочем месте
Зарплата:
Фиксированный 1050

Требование работодателя:

Опыт работы:
Опыт не имеет значения — будут рассмотрены кандидаты как без опыта, так и с опытом
Уровень(и) образования:
Неполная средняя школа, Cредняя школа, Mагистр, Доктор, Бакалавр, Колледж
Языки:
Грузинский
Просмотры
Уникальные просмотры