Հայտարարության ամբողջական տեքստը

This announcement is availabe only in Georgian language, please see the text below (You can also switch the site language from header language switcher)

შპს „ჯიაიჯი ჰოლდინგი“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას გარემოს დაცვის განყოფილებაში.

ზოგადი პირობები:
  • სტაჟირების დაწყების სასურველი პერიოდი: დეკემბერი;
  • სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-დან 6 თვემდე;
  • ხელზე ასაღები ანაზღაურება სტაჟირების განმავლობაში: 500 ლ;
  • სამუშაო განრიგი: ინდივიდუალური, წინასწარ შეთანხმებული ლექციების და გამოცდების გათვალისწინებით (ოფისის სამუშაო განრიგია: ორშაბათი - პარასკევი, 09:30-18:30);
  • ოფისი მდებარეობს: თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზირი 2ა / პეკინის გამზირი 34;

სტაჟირების მიზანია:
  • გარემოს დაცვის განყოფილების საქმიანობის მხარდაჭერა და სტაჟიორისთვის კომპანიის კონკრეტული საწარმოო ობიექტების გარემოსდაცვითი მართვის პროცესებში პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობის მიცემა.
  • სტაჟიორი გაეცნობა და მონაწილეობას მიიღებს შემდეგ პროცესებში:
  • კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე გარემოსდაცვითი საკითხების დამუშავება;
  • შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და სისტემატიზაცია;
  • მონაცემების შეგროვება და დამუშავება;
  • გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების პროცესის ადმინისტრაციულ და ტექნიკური მხარდაჭერა.

აუცილებელი მოთხოვნები:
  • ბაკალავრის ხარისხი ან მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი შემდეგი მიმართულებებით: გარემოსდაცვა/ეკოლოგია, გარემოსდაცვითი ინჟინერია, ეკოლოგია და ბუნებრივი რესურსები, ქიმია, გამოყენებითი ქიმია, ასევე მომიჯნავე მიმართულებები: გეოგრაფია, გეოლოგია, ბიოლოგია, ქიმიური ტექნოლოგიები;
  • MS Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Microsoft Excel-ისა და Word-ის გამოყენების უნარი;
  • ინფორმაციის ელექტრონულად დამუშავებისა და დოკუმენტაციის მოწესრიგებულად წარმოების უნარი.

სასურველი პიროვნული მახასიათებლები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალების მიმართ ყურადღება;
  • სიზუსტე და მონაცემებთან მუშაობის უნარი;
  • ინფორმაციის მოძიების, დახარისხებისა და სისტემატიზაციის უნარი;
  • ინსტრუქციების სწორად გაგებისა და შესრულების უნარი;
  • ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და საქმიანი კომუნიკაციის უნარი.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 11.12.2026
განცხადების სრული ტექსტის სანახავად და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად, გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს: https://cleverstaff.net/i/vacancy-L2LlOO

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს „ჯიაიჯი ჰოლდინგის“ (ს/კ: 404927610) (შემდგომში „კომპანია“) მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა;

გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით; ამისთვის უნდა დაგვიკავშირდეთ კომპანიის ცხელ ხაზზე.

კომპანია აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

გისურვებთ წარმატებას!

Տեղեկություն թափուր պաշտոնի մասին:

Մասնագիտացում/մասնագիտություն:
ՀԿ Շրջակա միջավայրի պաշտպանություն
Ոլորտ / Բնագավառ:
Կորպորատիվ ծառայություններ Բնապահպանական ծառայություններ
Մասնագիտական փորձի մակարդակ:
Սկսնակ մակարդակ
Ժամանակացույց:
Լրիվ դրույք
Զբաղվածության աստիճան:
Պրակտիկա
Աշխատանքի վայր:
Աշխատավայրում
Աշխատավարձ:
Ֆիքսված 500

Գործատուի պահանջ:

Աշխատանքային փորձ:
Աշխատանքային փորձը կարևոր չէ — կդիտարկվեն ինչպես փորձ չունեցող, այնպես էլ փորձառու թեկնածուների դիմումները։
Կրթության մակարդակ(ներ):
Բակալավր, Միջնակարգ կրթություն, Մագիստրոս, Դոկտոր, Քոլեջ, Այլ
Լեզուներ:
Վրացերեն
Դիտումներ
Եզակի դիտումներ