Այսօր - 23 դեկ

Logistics Department Intern

Թբիլիսի

Հայտարարության ամբողջական տեքստը

This announcement is available only in Georgian language, please see the text below (You can also switch the site language from header language switcher)
სს „მარგებელი ჰოლდინგი“ ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს „წყალი მარგებლის“ (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.
დღეისათვის „მარგებელი ჰოლდინგის“ შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს „წყალი მარგებელი“, შპს „ენგადი“, შპს „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, შპს „მარნეული აგრო“.
ამჯერად, სს „მარგებელი ჰოლდინგში“ შემავალი სადისტრიბუციო კომპანია „ენგადი“ აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის დეპარტამენტის სტაჟიორის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:
  • ლოგისტიკური ოპერაციების ამსახველი დოკუმენტაციის სისტემაში რეგისტრაციის მხარდაჭერა, მონაცემების სიზუსტის კონტროლი და ახალი კლიენტების მისამართების სისტემაში ასახვა;
  • სისტემაში ფორმირებული შეკვეთების დამუშავებაში, სატრანსპორტო საშუალებებზე შეკვეთების განაწილებასა და მარშრუტიზაციის სქემების განახლებაში მონაწილეობა;
  • GPS სისტემის მეშვეობით სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების ყოველდღიური მონიტორინგი, შეფერხებების დაფიქსირება და GPS მოწყობილობების შესახებ მონაცემების აღრიცხვა-განახლება;
  • საწვავის ბარათებისა და ლიმიტების აღრიცხვაში მონაწილეობა, საწვავის ხარჯვისა და სამუშაო საათების შესახებ პირველადი მონაცემების შეგროვება;
  • MS Excel-სა და ERP სისტემაში ოპერაციული რეპორტების მომზადება, საჭირო ინფორმაციის დამუშავება და პროცესების გაუმჯობესებისთვის მონაცემთა ანალიზში მონაწილეობა;
  • ლოგისტიკის ოპერატორებთან, მიწოდების სამსახურის თანამშრომლებთან და გაყიდვების დეპარტამენტთან ყოველდღიური კომუნიკაცია შეკვეთების, მარშრუტებისა და სატრანსპორტო საშუალებებზე არსებული სასაქონლო ნაშთების შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • აუცილებელია არასრული უმაღლესი განათლება;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office (MS Excel) ცოდნა;
  • ინტერნეტ საძებო სისტემების და რუქების (google map) გამოყენების უნარი;

უნარები/პიროვნული კომპეტენციები
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • სწავლისა და პროფესიული განვითარების მაღალი მოტივაცია;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა, სიზუსტე და აკურატულობა;
  • აქტიური, მიზანმიმართული და განვითარებაზე ორიენტირებული;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

Տեղեկություն թափուր պաշտոնի մասին:

Մասնագիտացում/մասնագիտություն:
Վարչարարություն / Բիզնեսի կառավարում Վարչական օգնություն
Ոլորտ / Բնագավառ:
Սպառողական ապրանքներ և ծառայություններ Սննդամթերք և խմիչքներ
Մասնագիտական փորձի մակարդակ:
Միջին մակարդակ
Ժամանակացույց:
Լրիվ դրույք
Զբաղվածության աստիճան:
Ժամկետային պայմանագիր
Աշխատանքի վայր:
Աշխատավայրում

Գործատուի պահանջ:

Փորձը ցանկալի է:
Մասնագիտացում/մասնագիտություն(Պարտադիր):
Վարչարարություն / Բիզնեսի կառավարում Վարչական օգնություն
Ոլորտ / Բնագավառ(Պարտադիր):
Սպառողական ապրանքներ և ծառայություններ Սննդամթերք և խմիչքներ
Մասնագիտական փորձի մակարդակ:
Միջին մակարդակ
Կրթության մակարդակ(ներ):
Բակալավր
Լեզուներ:
Վրացերեն
Դիտումներ
Եզակի դիտումներ