Այսօր - 08 դեկ

Financial Analyst

Թբիլիսի
Դիմումի վերաբերյալ տեղեկություն
Էլ․ փոստ:career@libertybank.ge

Հայտարարության ամբողջական տեքստը

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი საქართველოში მესამე უმსხვილესი სისტემური ფინანსური ინსტიტუტია, რომლის ბაზრის წილი 11%-ს შეადგენს. ჯგუფი 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 65,000-ზე მეტ მსხვილ და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით და 700-მდე ბანკომატით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. ბაზისბანკ ჯგუფი აერთიანებს ბაზისბანკს, ლიბერთის, BB დაზღვევასა და BB ლიზინგს.

ლიბერთი - ბაზისბანკ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე სტრატეგიული პროექტებისა და M&A მიმართულებით

ადგილმდებარეობა- თბილისი,ფინანსური ანალიზისა და სტრატეგიული პროექტების დეპარტამენტში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სტრატეგიული პროექტები და ფინანსური ანალიზი;
  • სტრატეგიული და საინვესტიციო პროექტების ფინანსური მოდელების მომზადება და მონიტორინგი;
  • ბიზნეს პროექტებისთვის ფინანსური გათვლებისა და სხვადასხვა სცენარის მომზადება;
  • მონაცემების შეგროვება, სტრუქტურირება და ანალიზი;
  • ბიზნეს ქეისების განხორციელების შემდგომი (Post-Implementation) მონიტორინგი.

მსხვილი კორპორატიული სესხების ფასის (Pricing) ანალიზი:
  • მსხვილი კლიენტების კომპლექსური (Cross-sell) სესხების ფასის (pricing) ანალიზი;
  • მომგებიანობის (Profitability) ანალიზის სრულად წარმართვა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
  • pricing-ის მოდელებისა და ინსტრუმენტების განვითარება და გაუმჯობესება;
  • საკრედიტო სტრუქტურების პარამეტრების ანალიზი;
  • რისკებისა და ბიზნეს მიმართულებების გუნდებთან კოორდინაცია.

ბაზრის შეფასება:
  • მიზნობრივი ბაზრებისა და სექტორების დეტალური კვლევა;
  • სინერგიების შეფასება და მოგებაზე გავლენის (Accretion/Dilution) ანალიზი;
  • პოტენციური M&A თარგეთების ფინანსური მონაცემების შეგროვება;
  • კომპანიების შეფასების (Valuation) მოდელების მომზადება (DCF, Multiples).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ან მონათესავე სფეროში;
  • 2–5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსურ ანალიტიკაში, საბანკო სფეროში, აუდიტში ან კონსალტინგში;
  • უპირატესობად ჩაითვლება CFA სერტიფიკატის ფლობა ან CFA-ის I ან II დონის სერტიფიცირება;
  • Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა: “three-statement” მოდელები, სცენარული და sensitivity-ის ანალიზი, მოდელირების „best practice“;
  • ფინანსური ანალიზისა და კომპანიის შეფასების (Valuation) სიღრმისეული ცოდნა;
  • ფინანსური ანგარიშგების (P&L, BS, CF) ცოდნა;
  • PowerPoint-ში სტრუქტურირებული პრეზენტაციების მომზადების უნარი.

პიროვნული უნარები:
  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პროაქტიულობა.

როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ/ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2026 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია , რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

Տեղեկություն թափուր պաշտոնի մասին:

Մասնագիտացում/մասնագիտություն:
Հաշվապահություն / Ֆինանսներ Ֆինանսական վերլուծություն
Ոլորտ / Բնագավառ:
Ֆինանսներ Բանկային գործունեություն
Մասնագիտական փորձի մակարդակ:
Միջին մակարդակ
Ժամանակացույց:
Լրիվ դրույք
Զբաղվածության աստիճան:
Ժամկետային պայմանագիր
Աշխատանքի վայր:
Աշխատավայրում

Գործատուի պահանջ:

Փորձը ցանկալի է:
սկսած 2-ից մինչև 5 տարի
Մասնագիտացում/մասնագիտություն(Պարտադիր):
Հաշվապահություն / Ֆինանսներ Ֆինանսական վերլուծություն
Ոլորտ / Բնագավառ(Պարտադիր):
Ֆինանսներ Բանկային գործունեություն
Մասնագիտական փորձի մակարդակ:
Միջին մակարդակ
Կրթության մակարդակ(ներ):
Բակալավր, Մագիստրոս, Դոկտոր
Հարմար է ուսանողների համար:
Այո
Լեզուներ:
Վրացերեն
Դիտումներ
Եզակի դիտումներ