VIP 

Դիմումի վերաբերյալ տեղեկություն
Էլ․ փոստ:HR@fix-geo.com
Հեռախոս:+995 599 90 45 03
Հայտարարության ամբողջական տեքստը
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
ფიქს პრაისი აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტ-მერჩენდაიზერის პოზიციაზე.
გსურს იმუშაო გუნდში, სადაც შენი ყოველდღიური შრომა ნამდვილად მნიშვნელოვანია?
„ფიქს პრაისი“ საცალო ვაჭრობის ქსელია, რომელიც ქართულ ბაზარზე უკვე 10 წელია ოპერირებს. ჩვენს მაღაზიებში მომხმარებლებს ვთავაზობთ მრავალფეროვან პროდუქციას — საკვებს, საყოფაცხოვრებო ქიმიას, საოჯახო დეკორს, ტექსტილსა და ყოველდღიურად საჭირო სხვა ნივთებს.
ვაგრძელებთ განვითარებასა და გაფართოებას და ვეძებთ ენერგიულ, პასუხისმგებლიან და კომუნიკაბელურ თანამშრომლებს, რომლებიც ჩვენს გუნდთან ერთად იზრუნებენ მომხმარებლების კმაყოფილებასა და მაღაზიის გამართულ მუშაობაზე.
რას გთავაზობთ?
- ანაზღაურება — 1,100 ლარი ხელზე და მეტი;
- სამუშაო გრაფიკი 2/2 — ორი სამუშაო დღე და ორი დასვენების დღე;
- სტაბილური სამუშაო გარემო მზარდ კომპანიაში;
- მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა;
- მეგობრულ გუნდთან თანამშრომლობა.
რას გააკეთებ?
- სავაჭრო დარბაზში პროდუქციის განთავსებასა და მოწესრიგებას;
- პროდუქციის ვადებისა და სექციაში სისუფთავის კონტროლს;
- მომხმარებლების თავაზიან და სწრაფ მომსახურებას;
- პროდუქციის ასორტიმენტისა და განლაგების შესახებ ინფორმაციის ცოდნას;
- მაღაზიის ყოველდღიურ საქმიანობასა და გაყიდვების ხელშემწყობ აქტივობებში მონაწილეობას;
- უშუალო ხელმძღვანელთან და გუნდთან თანამშრომლობას.
ვის ვეძებთ?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ იყო:
- კომუნიკაბელური და თავაზიანი;
- პასუხისმგებლიანი და პუნქტუალური;
- ენერგიული, ყურადღებიანი და ორგანიზებული;
- მომხმარებელზე ორიენტირებული;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და გუნდთან თანამშრომლობის უნარის მქონე.
დამატებითი უპირატესობა იქნება:
- გაყიდვების ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- რუსული ან ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
- გამოცდილება აუცილებელი არ არის — მთავარია მოტივაცია, პასუხისმგებლობა და სწავლის სურვილი.
სამუშაო პირობები
სამუშაო გრაფიკი: 2 დღე მუშაობა / 2 დღე დასვენება;
სამუშაო საათები: 10:00–21:00;
შესვენება: 1 საათი;
ანაზღაურება: საათობრივი; თვიური ანაზღაურება — 1,000 ლარი ხელზე და მეტი.
როგორ შემოგვიერთდე?
გამოგვიგზავნე CV ელფოსტაზე: HR@fix-geo.com
ან დაგვიკავშირდი ტელეფონზე: +995 599 90 45 03
მოხარულები ვიქნებით, თუ ჩვენს გუნდს შემოუერთდები!
პერსონალური მონაცემების დამუშავება:
კანდიდატის მიერ გამოგზავნილი რეზიუმე დამუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ვაკანსიის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში რეზიუმე შესაძლოა არ განიხილებოდეს მოცემულ პოზიციაზე ან, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, გამოყენებულ იქნეს სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.
Տեղեկություն թափուր պաշտոնի մասին:
- Մասնագիտացում/մասնագիտություն:
- Մարքեթինգ / Հասարակայնության հետ կապեր (PR)
ՄերչենդայզինգՎաճառք Վաճառքի խորհրդատվություն և խորհրդատվություն - Ոլորտ / Բնագավառ:
- Մանրածախ առևտուր
Մանրածախ առևտուր - Մասնագիտական փորձի մակարդակ:
- Միջին մակարդակ
- Ժամանակացույց:
- Լրիվ դրույք
- Զբաղվածության աստիճան:
- Ժամկետային պայմանագիր
- Աշխատանքի վայր:
- Աշխատավայրում
Գործատուի պահանջ:
- Փորձը պարտադիր է:
- Մասնագիտացում/մասնագիտություն(Պարտադիր):
- Մարքեթինգ / Հասարակայնության հետ կապեր (PR)
ՄերչենդայզինգՎաճառք Վաճառքի խորհրդատվություն և խորհրդատվություն - Ոլորտ / Բնագավառ(Պարտադիր):
- Մանրածախ առևտուր
Մանրածախ առևտուր - Մասնագիտական փորձի մակարդակ:
- Միջին մակարդակ
- Կրթության մակարդակ(ներ):
- Բակալավր, Միջնակարգ կրթություն, Մագիստրոս, Դոկտոր
- Լեզուներ:
- Վրացերեն