Հայտարարության ամբողջական տեքստը

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
სთათიქ ლინკში ელექტრო ინჟინრის ვაკანსია გვაქვს!

"სთათიქ ლინკ" დაარსდა 2022 წელს. კომპანია ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე სპეციალიზირებულია საინჟინრო სისტემების პროექტირების, ინსტალაციისა და შემდგომი სერვისების მიმართულებით.

ჩვენი ძირითადი მიმართულებებია: HVAC (გათბობა-გაგრილება-ვენტილაცია); წყალმომარაგება-წყალარინება (Plumbing); სანიაღვრე, ხანძარქრობის, სახანძრო ვენტილაციის სისტემები; ელექტროობა და სუსტი დენები.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://www.facebook.com/StaticLinkGeorgia/

რას გთავაზობთ:
  • ანაზღაურება: 3,000 ლარი (დამოკიდებულია გამოცდილებასა და გასაუბრების შედეგებზე)
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ძმები კარბელაშვილების ქ.1
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00- 18:00

რა ბენეფიტებს მიიღებთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • კორპორატიული ნომერი
  • Fitpass
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა
  • პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული, პოზიტიური სამუშაო გარემო
  • სასწავლო და კარიერული განვითარების პროგრამები

რისი გაკეთება მოგიწევთ:
  • ელექტრო განაწილების დაფების სქემატური და ვიზუალური პროექტირება
  • ელექტრო ინსტალაციისთვის საჭირო მასალების სიის მომზადება და შესყიდვების მართვის მხარდაჭერა
  • ელექტრო სისტემების ტესტირებასა და ექსპლუატაციაში გაშვების პროცესის მონიტორინგი
  • არქიტექტურული ნახაზების ანალიზი და მათი ინტეგრირება ელექტრო სისტემებთან
  • ელექტრო გაყვანილობისა და უსაფრთხოების სისტემების საპროექტო ნახაზების მომზადება
  • მოწყობილობების უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და წესების დაცვა
  • მოხმარებელთან ერთად დეტალური ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავება და კოორდინაცია
  • პროექტის ბიუჯეტისა და კალენდარული გეგმის მომზადება
  • ობიექტზე ვიზიტი, არსებული პირობების შეფასება და საჭირო გადაწყვეტილებების მიღება
  • ბაზარზე არსებული ახალი ტექნოლოგიებისა და ტენდენციების შესწავლა/დანერგვა
  • ხელმძღვანელის ინფორმირება მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ:
  • სასურველია ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი საინჟინრო ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით.
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
  • AutoCAD-ის ცოდნა (Eplan-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
  • მონაცემთა დამუშავების და ვიზუალიზაციის პროგრამების ცოდნა

შერჩევის ეტაპები:
  • რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ რეზიუმეს საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს);
  • გასაუბრება.

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და, ამასთანავე, აკმაყოფილებთ მის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე: info@staticlink.ge

განაცხადის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

STATIC LINK მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

Տեղեկություն թափուր պաշտոնի մասին:

Մասնագիտացում/մասնագիտություն:
Ճարտարագիտություն Էլեկտրատեխնիկա
Ոլորտ / Բնագավառ:
Սպառողական ապրանքներ և ծառայություններ Սպառողական էլեկտրոնիկա
Մասնագիտական փորձի մակարդակ:
Միջին մակարդակ
Ժամանակացույց:
Լրիվ դրույք
Զբաղվածության աստիճան:
Ժամկետային պայմանագիր
Աշխատանքի վայր:
Աշխատավայրում
Աշխատավարձ:
Ֆիքսված 3000
Լրացուցիչ առավելություններ:
Առողջության ապահովագրություն,Ֆիթնես և առողջարարական ծրագրեր,Դասընթացներ և մասնագիտական աճի հնարավորություն

Գործատուի պահանջ:

Փորձը պարտադիր է:
Փորձ սկսած 2 տարի
Մասնագիտացում/մասնագիտություն(Պարտադիր):
Ճարտարագիտություն Էլեկտրատեխնիկա
Ոլորտ / Բնագավառ(Պարտադիր):
Սպառողական ապրանքներ և ծառայություններ Սպառողական էլեկտրոնիկա
Մասնագիտական փորձի մակարդակ:
Միջին մակարդակ
Կրթության մակարդակ(ներ):
Մագիստրոս, Բակալավր, Դոկտոր
Լեզուներ:
Վրացերեն
Դիտումներ
Եզակի դիտումներ