Հայտարարության ամբողջական տեքստը

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
შპს "ას კონსტრაქშენი" წარმოადგენს მაღალი სტანდარტების თანამედროვე სამშენებლო კომპანიას, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს. კომპანია ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელმაც საქართველოში ბეტონური სამუშაოების მცოცავი ტუნელური ყალიბის სისტემა გამოიყენა და სამშენებლო სფეროში არაერთი ეფექტური და ინოვაციური გადაწყვეტა წარმატებით განახორციელა. კომპანიის გამორჩეული პროექტია საცხოვრებელი კომპლექსი „დირსი“. ამჟამად კომპანია სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს საცხოვრებელ კომპლექსში „პარკ ბულვარი“.

შპს "ას კონსტრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - არქიტექტორი.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ისანი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით

პოზიციის ზოგადი პროფილი
განიხილება კვალიფიციური და გამოცდილი არქიტექტორი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება არქიტექტურული პროექტების შემუშავებასა და მართვაზე, საპროექტო დავალების ანალიზიდან არქიტექტურული კონცეფციის ჩამოყალიბებისა და მუშა დოკუმენტაციის მომზადების ჩათვლით.
პოზიცია მოითხოვს პროფესიონალ სპეციალისტს, რომელსაც აქვს არქიტექტურული პროექტების დამოუკიდებლად წარმართვის გამოცდილება, საფუძვლიანად იცნობს საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და რეგულაციებს და უზრუნველყოფს საპროექტო გადაწყვეტილებების ხარისხიან და დროულ შესრულებას.

ფუნქცია - მოვალეობები:
  • საპროექტო დავალების ანალიზი, არქიტექტურული კონცეფციისა და ესკიზური პროექტის შემუშავება;
  • სამშენებლო ობიექტზე შესრულებული სამუშაოების შემოწმება და მათი შესაბამისობის კონტროლი დამტკიცებულ არქიტექტურულ პროექტთან და საპროექტო დოკუმენტაციასთან;
  • არქიტექტურული პროექტების დამუშავება საქართველოში მოქმედი ნორმებისა და რეგულაციების შესაბამისად;
  • მუშა დოკუმენტაციის მომზადება, მათ შორის დეტალური ნახაზების, კვანძების, მასალათა უწყისებისა და სხვა საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა;
  • პროექტირების პროცესში მომიჯნავე დარგების სპეციალისტებთან კოორდინაცია;
  • პროექტის განხორციელებისას წამოჭრილი საინჟინრო-ტექნიკური და არქიტექტურული საკითხების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების შემუშავება;
  • საპროექტო სამუშაოების გრაფიკისა და დადგენილი ვადების დაცვა;
  • საპროექტო დოკუმენტაციისა და არქიტექტურული ნახაზების ხარისხის კონტროლი.

საჭირო უნარები და კომპეტენციის სფეროები:
  • არქიტექტურული პროექტების დამოუკიდებლად დაგეგმვისა და წარმართვის უნარი;
  • სივრცითი აზროვნება და არქიტექტურული გადაწყვეტილებების შემუშავების უნარი;
  • ტექნიკური და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისა და ანალიზის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვისა და დადგენილი ვადების დაცვის უნარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით;
  • არქიტექტორად მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
  • არქიტექტურული პროექტების დამოუკიდებლად წარმართვის გამოცდილება, კონცეფციის შემუშავებიდან მუშა დოკუმენტაციის მომზადებამდე;
  • III და IV კლასის შენობების პროექტირების გამოცდილება;
  • საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და რეგულაციების საფუძვლიანი ცოდნა;
  • ArchiCAD-ის მაღალ პროფესიულ დონეზე ცოდნა, მათ შორის BIM და Teamwork გარემოში მუშაობის გამოცდილება;
  • დამატებითი პროგრამების (Rhino, D5 Render) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

კომპანიის შეთავაზება
  • მასშტაბურ და მაღალი სტანდარტის სამშენებლო პროექტებში მონაწილეობა;
  • სტაბილური და გრძელვადიანი თანამშრომლობა მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციაში;
  • პროფესიონალური და დინამიური სამუშაო გარემო.

დაინტერესებულ აპლიკანტებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@asgeorgia.ge და ელ. ფოსტის “subject”-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 17 დეკემბერი, 2026

Տեղեկություն թափուր պաշտոնի մասին:

Մասնագիտացում/մասնագիտություն:
Շինարարություն Ճարտարապետություն
Ոլորտ / Բնագավառ:
Շինարարություն Շինարարություն
Մասնագիտական փորձի մակարդակ:
Ավագ մակարդակ
Ժամանակացույց:
Լրիվ դրույք
Զբաղվածության աստիճան:
Ժամկետային պայմանագիր
Աշխատանքի վայր:
Աշխատավայրում

Գործատուի պահանջ:

Փորձը պարտադիր է:
Փորձ սկսած 5 տարի
Մասնագիտացում/մասնագիտություն(Պարտադիր):
Շինարարություն Ճարտարապետություն
Ոլորտ / Բնագավառ(Պարտադիր):
Շինարարություն Շինարարություն
Մասնագիտական փորձի մակարդակ:
Ավագ մակարդակ
Կրթության մակարդակ(ներ):
Բակալավր, Մագիստրոս, Դոկտոր
Լեզուներ:
Վրացերեն
Դիտումներ
Եզակի դիտումներ