Ստանդարտ ![]()
Դիմումի վերաբերյալ տեղեկություն
Էլ․ փոստ:info@britania.ge
Հայտարարության ամբողջական տեքստը
This announcement is available only in Georgian language, please see the text below (You can also switch the site language from header language switcher)
ვეძებთ ადამიანს, რომელიც შეძლებს ბაზრის შესაძლებლობების აღმოჩენას, პერსპექტიული პროდუქტების მოძიებასა და ბრენდების განვითარებას. პოზიცია მოითხოვს კომერციულ ხედვას, მონაცემების ანალიზისა და დამოუკიდებელი ინიციატივების განხორციელების უნარს.
ძირითადი მოვალეობები
- ბაზრისა და მომხმარებლის საჭიროებების კვლევა; მოთხოვნის, ბაზრის მოცულობისა და ზრდის შესაძლებლობების შეფასება.
- კონკურენტების ასორტიმენტის, ფასების, პოზიციონირებისა და აქტივობების შესწავლა; ჩვენი პროდუქტების კონკურენტული უპირატესობების განსაზღვრა.
- ახალი პროდუქტებისა და მომწოდებლების მოძიება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე; მათი კომერციული პოტენციალის შეფასება.
- ბრენდების განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების მომზადება; ბაზრის ტენდენციების გათვალისწინებით ახალი იდეებისა და ინიციატივების შეთავაზება.
- ასორტიმენტის განვითარებაში, პროდუქტის მახასიათებლებისა და შეფუთვის გაუმჯობესებასა და ახალი პროდუქტების ბაზარზე გაშვებაში მონაწილეობა.
- საბუღალტრო/სავაჭრო პროგრამიდან ანგარიშების ამოღება, Excel-ში დამუშავება და ანალიზი ბრენდების, პროდუქტების, კლიენტებისა და გაყიდვების არხების მიხედვით.
- გაყიდვების, ფასების, მარჟისა და აქციების შედეგების ანალიზი; დასკვნებისა და კონკრეტული რეკომენდაციების მომზადება.
- გაყიდვების პროგნოზებისა და გეგმების შემუშავება გაყიდვების გუნდთან თანამშრომლობით.
- მარაგების ბრუნვადობის, დეფიციტისა და ჭარბი ან ნელა მოძრავი პროდუქციის მონიტორინგი; შესყიდვებისა და გაყიდვების გუნდებისთვის რეკომენდაციების მომზადება.
- მომწოდებლებთან მოლაპარაკება კომერციულ პირობებზე, მარკეტინგულ დაფინანსებასა და ბრენდის განვითარების მხარდაჭერაზე.
- მომწოდებლების მიერ დაფინანსებული მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, ბიუჯეტის კონტროლი და შედეგების შეფასება.
- სავაჭრო ობიექტებზე პერიოდული ვიზიტები პროდუქციის წარმოდგენის, ფასების, კონკურენტული გარემოსა და მომხმარებლის უკუკავშირის შესასწავლად.
- გაყიდვების გუნდისთვის პროდუქტის პრეზენტაციებისა და სასწავლო მასალების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება; სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, ეკონომიკის ან მომიჯნავე მიმართულებით.
- ბრენდ მენეჯმენტის, კატეგორიის მართვის, სავაჭრო მარკეტინგის ან ბიზნესის განვითარების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
- სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქციის — FMCG — ბაზრისა და სადისტრიბუციო ბიზნესის მუშაობის პრინციპების ცოდნა.
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა უცხოელ მომწოდებლებთან საქმიანი მიმოწერისა და მოლაპარაკების დონეზე.
- საბუღალტრო/სავაჭრო პროგრამებში ანგარიშებთან დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება; FINA-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
- Excel-ის კარგი ცოდნა: მონაცემების დამუშავება, ფორმულები, კრებსითი ცხრილები, Pivot Table და ანალიტიკური ანგარიშების მომზადება.
- ფასწარმოქმნის, მარჟის, პროდუქტის მომგებიანობისა და მარკეტინგული ბიუჯეტის ანალიზის უნარი.
- მოლაპარაკების, პრეზენტაციისა და გუნდური თანამშრომლობის უნარები.
- ინიციატივიანობა, ორგანიზებულობა და შედეგზე პასუხისმგებლობა.
- განსაკუთრებულ უპირატესობად ჩაითვლება
- არასასურსათო პროდუქციის, განსაკუთრებით საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენური საშუალებების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
- უცხოელ მწარმოებლებთან უშუალო თანამშრომლობისა და მარკეტინგული ბიუჯეტების შეთანხმების გამოცდილება.
- ახალი პროდუქტის ბაზარზე წარმატებით გაშვების ან ბრენდის გაყიდვებისა და მომგებიანობის ზრდის პრაქტიკული მაგალითები.
სამუშაო პირობები
- სამუშაო ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 09:00–18:00
- ანაზღაურება: ფიქსირებული, გამოცდილების მიხედვით, პლუს ბონუსი.
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განაცხადი (ნებისმიერი ფორმით, სახელის, გვარის, ტელეფონის ნომერის და გამოცდილების მითითებით) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@britania.ge და სათაურის ველში მიუთითოთ „ბრენდ მენეჯერი“.
Տեղեկություն թափուր պաշտոնի մասին:
- Մասնագիտացում/մասնագիտություն:
- Մարքեթինգ / Հասարակայնության հետ կապեր (PR)
Բրենդի կառավարում - Ոլորտ / Բնագավառ:
- Մանրածախ առևտուր
Մեծածախ առևտուր - Մասնագիտական փորձի մակարդակ:
- Միջին մակարդակ
- Ժամանակացույց:
- Լրիվ դրույք
- Զբաղվածության աստիճան:
- Ժամկետային պայմանագիր
- Աշխատանքի վայր:
- Աշխատավայրում
Գործատուի պահանջ:
- Փորձը պարտադիր է:
- Փորձ սկսած 2 տարի
- Մասնագիտացում/մասնագիտություն(Պարտադիր):
- Մարքեթինգ / Հասարակայնության հետ կապեր (PR)
Բրենդի կառավարում - Ոլորտ / Բնագավառ(Պարտադիր):
- Մանրածախ առևտուր
Մեծածախ առևտուր - Մասնագիտական փորձի մակարդակ:
- Միջին մակարդակ
- Կրթության մակարդակ(ներ):
- Բակալավր, Մագիստրոս, Դոկտոր
- Լեզուներ:
- Անգլերեն,Ռուսերեն