Ստանդարտ 16 նոյ - 15 դեկ

Price seller / TT direction

Թբիլիսի, Պոնիչալա
Ստանդարտ

Հայտարարության ամբողջական տեքստը

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

„სანდომი“ მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს. კომპანია აწარმოებს ფხვიერ და შოკოლადიან საკონდიტრო ნაწარმს და საქართველოს მასშტაბით 9 000-მდე სავაჭრო ობიექტშია წარმოდგენილი.

კომპანიის პრიორიტეტებია მაღალი ხარისხი, მომხმარებელზე ორიენტაცია, მუდმივი განვითარება და გუნდური მუშაობა. „სანდომი“ დანერგილი ISO 22000 საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხისა და სურსათის უვნებლობის კონტროლს.

პოზიციის შესახებ
საკონდიტრო კომპანია „სანდომი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: პრისელერი (TT მიმართულება).

სამუშაო პირობები
  • ადგილმდებარეობა: თბილისი და აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონები;
  • ოფისი: ქვემო ფონიჭალა, ცოტნე დადიანის I შესახვევი N6;
  • გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი;
  • ანაზღაურება: სტაჟირების შემდეგ მინიმუმ 1 500 ლარი, საშუალოდ 2 000–3 000 ლარი;
  • კომპანია უზრუნველყოფს: ავტომობილითა და საწვავით.

ძირითადი ფუნქციები და პასუხისმგებლობები
  • სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის რეალიზაცია და შეკვეთების მიღება;
  • არსებული კლიენტების მომსახურება და ახალი სავაჭრო ობიექტების მოზიდვა;
  • პროდუქციის ნაშთების, ფასების, ვადებისა და განლაგების მონიტორინგი;
  • პროდუქციის პრეზენტაციისა და ბრენდის სტანდარტების დაცვა;
  • გაყიდვების გეგმის შესრულება და გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
  • დებიტორული დავალიანებებისა და გადახდების კონტროლი;
  • ვიზიტებისა და შეკვეთების დროული აღრიცხვა და ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • დისტრიბუციის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის გამოცდილება;
  • ეფექტური გაყიდვისა და მოლაპარაკების უნარი;
  • განვითარებული კომუნიკაციისა და მომხმარებელზე ორიენტაციის უნარი;
  • ბაზრის შესწავლისა და შედეგებზე ორიენტირებული მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ
  • ფიქსირებულ ანაზღაურებასა და დამატებითი შემოსავლის შესაძლებლობას;
  • სამსახურეობრივ ავტომობილსა და საწვავს;
  • კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
  • მხარდამჭერ სამუშაო გარემოსა და განვითარების შესაძლებლობას.

ვეძებთ კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს სავაჭრო ობიექტებთან ეფექტურ თანამშრომლობას, გაყიდვების ზრდასა და კომპანიის პროდუქციის სათანადო წარმოდგენას ბაზარზე.

შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ვასაძის პურის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/ufrpYcU

Տեղեկություն թափուր պաշտոնի մասին:

Մասնագիտացում/մասնագիտություն:
Վաճառք Վաճառքի ներկայացում և բանակցություններ,Նախավաճառքային նախապատրաստման մեթոդներ և ռազմավարություններ
Ոլորտ / Բնագավառ:
Արտադրություն Սննդամթերքի արտադրություն
Մասնագիտական փորձի մակարդակ:
Միջին մակարդակ
Ժամանակացույց:
Լրիվ դրույք
Զբաղվածության աստիճան:
Ժամկետային պայմանագիր
Աշխատանքի վայր:
Դաշտային շարժական աշխատանք
Լրացուցիչ առավելություններ:
Առողջության ապահովագրություն,Ֆիթնես և առողջարարական ծրագրեր,Վառելիքի ծախսերի փոխհատուցում,Ծառայողական ավտոմեքենա

Գործատուի պահանջ:

Փորձը պարտադիր է:
Մասնագիտացում/մասնագիտություն(Պարտադիր):
Վաճառք Վաճառքի ներկայացում և բանակցություններ,Նախավաճառքային նախապատրաստման մեթոդներ և ռազմավարություններ
Ոլորտ / Բնագավառ(Պարտադիր):
Արտադրություն Սննդամթերքի արտադրություն
Մասնագիտական փորձի մակարդակ:
Միջին մակարդակ
Կրթության մակարդակ(ներ):
Միջնակարգ կրթություն, Բակալավր, Մագիստրոս, Դոկտոր, Քոլեջ, Այլ
Լեզուներ:
Վրացերեն
Վարորդական իրավունք:
B Կատեգորիա
Դիտումներ
Եզակի դիտումներ