12 նոյ - 02 դեկ

Small and Medium Business Loan Officer

Թելավի մունիցիպալիտետ, Թելավի

Հայտարարության ամբողջական տեքստը

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)


კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მცირე და საშუალო ბიზნეს სესხის ოფიცერი თელავის სერვისცენტრში.

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
პოზიცია: მცირე და საშუალო ბიზნეს სესხის ოფიცერი
სამუშაო ადგილი: თელავი

კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.
საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია

ჩვენ გთავაზობთ:
  • პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ,კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.
კრედო რჩეული - ეს არის კრედო ბანკის პრივილეგირებული, მრავალკომპონენტიანი სერვისი, რომელიც მორგებულია მომხმარებლის მიზნებზე, სურვილებსა და საჭიროებებზე; გაიგეთ მეტი რჩეულის შესახებ: https://credobank.ge/favorite/

მცირე და საშუალო ბიზნეს სესხის ოფიცერი პასუხისგებელია სესხის გაცემის სრულ ციკლზე
სამუშაოს აღწერა:
  • მცირე და საშუალო ბიზნეს სეგმენტში პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა;
  • კლიენტის ბიზნესის ანალიზი და შეფასება;
  • სესხის გაცემის უზრუნველყოფა;
  • საკრედიტო პორტფელის მართვა;
  • სესხის გადახდისა და ვადაგადაცილებული სესხების მონიტორინგი.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება საკრედიტო მიმართულებით;
  • ძლიერი გაყიდვებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
  • ფინანსური უწყისების შედგენის გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სასურველია Excel მაღალ დონეზე);
  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;

შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!
შენიშვნა:თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2 დეკემბერი, 2026 წელი.

#გახდიკრედოელი

Տեղեկություն թափուր պաշտոնի մասին:

Մասնագիտացում/մասնագիտություն:
Բանկային գործ ՓՄՁ բանկային գործունեություն
Ոլորտ / Բնագավառ:
Ֆինանսներ Բանկային գործունեություն
Մասնագիտական փորձի մակարդակ:
Միջին մակարդակ
Ժամանակացույց:
Լրիվ դրույք
Զբաղվածության աստիճան:
Ժամկետային պայմանագիր
Աշխատանքի վայր:
Աշխատավայրում

Գործատուի պահանջ:

Փորձը պարտադիր է:
Փորձ սկսած 1 տարի
Մասնագիտացում/մասնագիտություն(Պարտադիր):
Բանկային գործ ՓՄՁ բանկային գործունեություն
Ոլորտ / Բնագավառ(Պարտադիր):
Ֆինանսներ Բանկային գործունեություն
Մասնագիտական փորձի մակարդակ:
Միջին մակարդակ
Կրթության մակարդակ(ներ):
Բակալավր, Մագիստրոս, Դոկտոր
Լեզուներ:
Վրացերեն
Դիտումներ
Եզակի դիտումներ