Ստանդարտ ![]()
Հայտարարության ամբողջական տեքստը
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
კომპანიის შესახებ
„სანდომი“ მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს. კომპანია აწარმოებს ფხვიერ და შოკოლადიან საკონდიტრო ნაწარმს და საქართველოს მასშტაბით 9 000-მდე სავაჭრო ობიექტშია წარმოდგენილი.
კომპანიის პრიორიტეტებია მაღალი ხარისხი, მომხმარებელზე ორიენტაცია, მუდმივი განვითარება და გუნდური მუშაობა. „სანდომი“ დანერგილი ISO 22000 საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხისა და სურსათის უვნებლობის კონტროლს.
პოზიციის შესახებ
საკონდიტრო კომპანია „სანდომი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სუპერვაიზერი (დასავლეთ საქართველოში).
სამუშაო პირობები
„სანდომი“ მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს. კომპანია აწარმოებს ფხვიერ და შოკოლადიან საკონდიტრო ნაწარმს და საქართველოს მასშტაბით 9 000-მდე სავაჭრო ობიექტშია წარმოდგენილი.
კომპანიის პრიორიტეტებია მაღალი ხარისხი, მომხმარებელზე ორიენტაცია, მუდმივი განვითარება და გუნდური მუშაობა. „სანდომი“ დანერგილი ISO 22000 საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხისა და სურსათის უვნებლობის კონტროლს.
პოზიციის შესახებ
საკონდიტრო კომპანია „სანდომი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სუპერვაიზერი (დასავლეთ საქართველოში).
სამუშაო პირობები
- ადგილმდებარეობა: დასავლეთ საქართველო
- ოფისი: ოზურგეთი, სოფელი მაკვანეთი;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი;
- ანაზღაურება: 2 000 ლარი + ყოველთვიური ბონუსი გაყიდვების გეგმის შესრულების მიხედვით.
- ძირითადი ფუნქციები და პასუხისმგებლობები
- გაყიდვების გუნდის მართვა, სამუშაო პროცესის კოორდინირება, დავალებების განაწილება და შესრულების კონტროლი;
- გუნდის საქმიანობის მონიტორინგი, შედეგების ანალიზი და გაუმჯობესების ღონისძიებების დაგეგმვა;
- გუნდის მუშაობის შედეგების შესახებ მენეჯმენტისთვის პერიოდული ანგარიშგება;
- პრისეილერების საქმიანობის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მათი მხარდაჭერა;
- სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება და საქმიანი ურთიერთობების განვითარება;
- კომპანიის პროდუქციის ასორტიმენტის, მახასიათებლებისა და უპირატესობების სრულყოფილი ცოდნა;
- ახალი პროდუქციის სავაჭრო ობიექტებში წარდგენა და რეალიზაციის ხელშეწყობა;
- პროდუქციის სავაჭრო სივრცეში სწორად განთავსების უზრუნველყოფა მერჩენდაიზერთან თანამშრომლობითა და სავაჭრო ობიექტებთან შეთანხმებით;
- დებიტორული დავალიანებების კონტროლი;
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება პოზიციის კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება;
- გაყიდვების სფეროში მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია გაყიდვების გუნდის მართვის გამოცდილება;
- გაყიდვების გეგმებსა და KPI-ებთან მუშაობის გამოცდილება;
- FMCG სექტორში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- Microsoft Office-ის, ასევე რომელიმე საარღიცხვო პროგრამის კარგი ცოდნა.
საჭირო კომპეტენციები
- ლიდერობა და გუნდის მოტივირების უნარი;
- კომერციული და ანალიტიკური აზროვნება;
- გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- შედეგებზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური კომუნიკაცია და მოლაპარაკების წარმოება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ
- ფიქსირებულ ანაზღაურებასა და ბონუსურ სისტემას;
- სამსახურებრივ ავტომობილსა და საწვავს;
- კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
- მხარდამჭერ სამუშაო გარემოსა და განვითარების შესაძლებლობას.
შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ვასაძის პურის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/1T1pZWge
Տեղեկություն թափուր պաշտոնի մասին:
- Մասնագիտացում/մասնագիտություն:
- Վաճառք
Վաճառքի խորհրդատվություն և խորհրդատվություն,Վաճառքի թիմի ղեկավարություն և ռազմավարություն - Ոլորտ / Բնագավառ:
- Արտադրություն
Սննդամթերքի արտադրություն - Մասնագիտական փորձի մակարդակ:
- Միջին մակարդակ
- Ժամանակացույց:
- Լրիվ դրույք
- Զբաղվածության աստիճան:
- Ժամկետային պայմանագիր
- Աշխատանքի վայր:
- Աշխատավայրում
- Աշխատավարձ:
- Ֆիքսված 2000 (+ Բոնուս)
Գործատուի պահանջ:
- Փորձը պարտադիր է:
- Փորձ սկսած 3 տարի
- Մասնագիտացում/մասնագիտություն(Պարտադիր):
- Վաճառք
Վաճառքի խորհրդատվություն և խորհրդատվություն,Վաճառքի թիմի ղեկավարություն և ռազմավարություն - Ոլորտ / Բնագավառ(Պարտադիր):
- Արտադրություն
Սննդամթերքի արտադրություն - Կրթության մակարդակ(ներ):
- Բակալավր, Մագիստրոս, Դոկտոր
- Լեզուներ:
- Վրացերեն
- Վարորդական իրավունք:
- B Կատեգորիա