02 նոյ - 30 նոյ

Preseller

Թբիլիսի
Դիմումի վերաբերյալ տեղեկություն
Էլ․ փոստ:promexgeorgia@gmail.com
Հեռախոս:+995 591 44 25 29

Հայտարարության ամբողջական տեքստը

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

შპს „პრომექს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: პრისეილერი (სამშენებლო ინვენტარი და აღჭურვილობა).


ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: სრული


კომპანიის შესახებ:

„პრომექს ჯორჯია“ არის სამშენებლო ინვენტარისა და აღჭურვილობის სფეროში მოქმედი კომპანია. ჩვენ აქტიურად ვეძებთ მოტივირებულ, გამოცდილ გუნდის წევრს პრისეილერის (Presale Specialist) პოზიციაზე.


ძირითადი მოვალეობები:

  • სამშენებლო ინვენტარისა და აღჭურვილობა-დანადგარების ტექნიკური მახასიათებლების სიღრმისეული ცოდნა და კლიენტებისთვის პროფესიონალური კონსულტაციის გაწევა.

  • პოტენციური კლიენტების (სამშენებლო და დეველოპერული კომპანიები, კონტრაქტორები) საჭიროებების ანალიზი და მათზე მორგებული ტექნიკურ-კომერციული წინადადებების მომზადება.

  • პროდუქციის პრეზენტაციების ჩატარება და კლიენტებთან პირველადი მოლაპარაკებების მართვა.

  • გაყიდვების გუნდის აქტიური ტექნიკური მხარდაჭერა გარიგების დახურვამდე.

  • ბაზრისა და კონკურენტების პროდუქციისა თუ ფასების მუდმივი მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამშენებლო ინვენტარის, მასალების ან აღჭურვილობის სპეციფიკის კარგად ცოდნა (სავალდებულოა).

  • პრესეილის, ტექნიკური გაყიდვების ან B2B სექტორში მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

  • ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი.

  • საოფისე პროგრამების (MS Excel, Word, PowerPoint) ცოდნა.

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

რას გთავაზობთ:

  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან).

  • პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას სტაბილურ კომპანიაში.

  • მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს.


დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: promexgeorgia@gmail.com
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 591 44 25 29

Տեղեկություն թափուր պաշտոնի մասին:

Մասնագիտացում/մասնագիտություն:
Վաճառք Նախավաճառքային նախապատրաստման մեթոդներ և ռազմավարություններ
Ոլորտ / Բնագավառ:
Շինարարություն Շինանյութեր
Մասնագիտական փորձի մակարդակ:
Սկսնակ մակարդակ
Ժամանակացույց:
Ճկուն աշխատանքային ժամեր
Զբաղվածության աստիճան:
Ժամկետային պայմանագիր
Աշխատանքի վայր:
Հիբրիդային

Գործատուի պահանջ:

Փորձը ցանկալի է:
Մասնագիտացում/մասնագիտություն(Ցանկալի):
Վաճառք Նախավաճառքային նախապատրաստման մեթոդներ և ռազմավարություններ
Ոլորտ / Բնագավառ(Ցանկալի):
Շինարարություն Շինանյութեր
Մասնագիտական փորձի մակարդակ:
Սկսնակ մակարդակ
Կրթության մակարդակ(ներ):
Բակալավր, Մագիստրոս, Միջնակարգ կրթություն, Անավարտ միջնակարգ կրթություն, Դոկտոր, Քոլեջ, Այլ
Լեզուներ:
Վրացերեն
Դիտումներ
Եզակի դիտումներ