
Հայտարարության ամբողջական տեքստը
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
აუდიტორული კომპანია ,,თი ემ სი“ აცხადებს ვაკანსიას უმცროსი აუდიტორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესში მონაწილეობის მიღება, რაც გულისხმობს:
- ფინანსური ინფორმაციის შეგროვებას;
- ბუღალტრულ ოპერაციებში არსებული უზუსტობების იდენტიფიცირებას ფინანსურ ინფორმაციასთან, მათ შორის პირველად დოკუმენტებთან მიმართებაში;
- ცხრილების მომზადებას MS Excel-ში;
- გამოვლენილი ხარვეზების განხილვას ხელმძღვანელ პირებთან;
- კვალიფიკაციის შესაბამისად ფინანსური დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების შესრულებას.
პროფესიული მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ბუღალტრული აღრიცხვისა და IFRS-ის საბაზისო დონეზე ცოდნა;
- MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
- ACCA-ის პროფესიული კვალიფიკაციის მიმართულებით სწავლა ჩაითვლება უპირატესობად;
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრული აღრიცხვის ან აუდიტის მიმართულებით.
პიროვნული თვისებები:
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- სამუშაოს შესრულების სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 10-დან 19 საათამდე;
გამოსაცდელი პერიოდი: მაქსიმუმ 6 თვე;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე: info@tmcgeorgia.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ,,უმცროსი აუდიტორი“ (წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება).
ვაკანსიით დაინტერესებული კანდიდატები შეირჩევიან ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე. გასაუბრებისთვის განიხილებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომელთა რეზიუმე პასუხობს სავაკანსიო მოთხოვნებს.
ვაკანსიით დაინტერესებული კანდიდატები შეირჩევიან ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე. გასაუბრებისთვის განიხილებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომელთა რეზიუმე პასუხობს სავაკანსიო მოთხოვნებს.
გაცნობებთ, რომ კომპანია ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. კანდიდატის შესახებ ინფორმაცია ასევე შეიძლება დამუშავდეს, რათა დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა მომავალი ვაკანსიებისთვის. კანდიდატის შესახებ ინფორმაცია ინახება არა უმეტეს 1 წლის განმავლობაში. თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემების შეცვლა ან წაშლა, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ელ.მისამართზე: info@tmcgeorgia.com.
კომპანია კანდიდატის შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების და თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისად და გამორიცხავს პირთა დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
Տեղեկություն թափուր պաշտոնի մասին:
- Մասնագիտացում/մասնագիտություն:
- Հաշվապահություն / Ֆինանսներ
Աուդիտ - Ոլորտ / Բնագավառ:
- Ֆինանսներ
Ֆինանսական ծառայություններ - Մասնագիտական փորձի մակարդակ:
- Միջին մակարդակ
- Ժամանակացույց:
- Լրիվ դրույք
- Զբաղվածության աստիճան:
- Ժամկետային պայմանագիր
- Աշխատանքի վայր:
- Աշխատավայրում
Գործատուի պահանջ:
- Փորձը պարտադիր է:
- Փորձ սկսած 2 տարի
- Մասնագիտացում/մասնագիտություն(Պարտադիր):
- Հաշվապահություն / Ֆինանսներ
Աուդիտ - Ոլորտ / Բնագավառ(Պարտադիր):
- Ֆինանսներ
Ֆինանսական ծառայություններ - Մասնագիտական փորձի մակարդակ:
- Միջին մակարդակ
- Կրթության մակարդակ(ներ):
- Բակալավր, Մագիստրոս, Դոկտոր
- Լեզուներ:
- Վրացերեն