Հայտարարության ամբողջական տեքստը

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
„პაბ ინვესტი“ - საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მოქმედი ფინანსური ორგანიზაცია გთავაზობთ დასაქმებას. გახდი ჩვენი გუნდის წევრი და მიიღე მრავალპროფილური კვალიფიკაცია, რითაცშეძლებ დაეხმარო ადამიანებს ფინანსური მდგომარეობის რეაბილიტაციაში.
იმუშაო ჩვენთან, ნიშნავს, შეუერთდე საქართველოს ბაზრის ლიდერ კომპანიას, რომელიც 2019 წლიდან ახორციელებს ინვესტიციებს, თანამშრომლობს არაერთ საერთაშორისო ფონდთან და ორგანიზაციასთან.

პაბ ინვესტი აცხადებს ვაკანსიას პორტფელის მართვის სპეციალისტის პოზიციაზე შემდეგ რეგიონში: გორი, ზესტაფონი, სამტრედია, ქუთაისი, ოზურგეთი, ფოთი, ბათუმი.

ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:30-18:30 საათამდე
ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი.

ძირითადი ფუნქციები:
  • ვადაგადაცილებული საკრედიტო ვალდებულების მართვა და ანალიზი:
  • მომხმარებელთან სატელეფონო კონსულტაციის გაწევა;
  • ვალდებულების დაფარვის მიზნით მომხმარებელთან საუკეთესო პირობების შეთავაზება და ფინანსური მდგომარეობის რეაბილიტაციაში დახმარება;
  • მომხმარებბლებთან რესტრუქტურიზაციის და მორიგების გაფორმება და გადახდების კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია უმაღლესი განათლება
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (Microsoft Word, Excel);
  • მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება ჩაითველბა უპირატესად;

პიროვნული და სხვა უნარჩვევები:
  • ეფექტური მოლაპარაკებების უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

გთავაზობთ:
  • განვითარებას და კარიერულ წინსვლას;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ფიტპასი;

დაინტერესების შემთხვევაში თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ მოცემულ მოთხოვნებს - გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: hr@pab.ge. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონი.

მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - „მონაცემები“), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან/და სხვა ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა.
მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებზე. თანხმობის გაუქმება შესაძლებელია ამავე ელ. ფოსტაზე მომართვით. ასეთ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა აღარ განიხილება მოცემულ ან/და სხვა პოზიციაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვა.

Տեղեկություն թափուր պաշտոնի մասին:

Մասնագիտացում/մասնագիտություն:
Բանկային գործ Չաշխատող վարկերի կառավարում
Ոլորտ / Բնագավառ:
Ֆինանսներ Ֆինանսական ծառայություններ
Մասնագիտական փորձի մակարդակ:
Սկսնակ մակարդակ
Ժամանակացույց:
Լրիվ դրույք
Զբաղվածության աստիճան:
Ժամկետային պայմանագիր
Աշխատանքի վայր:
Աշխատավայրում
Լրացուցիչ առավելություններ:
Առողջության ապահովագրություն,Ֆիթնես և առողջարարական ծրագրեր

Գործատուի պահանջ:

Փորձը ցանկալի է:
Մասնագիտացում/մասնագիտություն(Ցանկալի):
Բանկային գործ Չաշխատող վարկերի կառավարում
Ոլորտ / Բնագավառ(Ցանկալի):
Ֆինանսներ Ֆինանսական ծառայություններ
Մասնագիտական փորձի մակարդակ:
Սկսնակ մակարդակ
Կրթության մակարդակ(ներ):
Միջնակարգ կրթություն, Բակալավր
Լեզուներ:
Վրացերեն
Դիտումներ
Եզակի դիտումներ