Հայտարարության ամբողջական տեքստը

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

კომპანია ბორან ლაითი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.(სწავლება -სტაჟირება)

კომპანია: ბორან ლაითი (ბორან ჯგუფის შვილობილი კომპანია)
მისამართი: ქ.თბილისი, მარნეულის ქ.N22
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 08:30 – 17:30

ანაზღაურება: პირველი 2 თვე - 1200 ლარი, მესამე თვიდან 1500 ლარი, შემდგომში ზრდის პერსპექტივით, კვალიფიკაციიდან და შესრულებული სამუშაოს დახარჯული რესურსიდან გამომდინარე

კომპანია ბორან ლაითი დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არა ელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: TOLSEN, CROWN, DEWALT, LINUS, SCHPINDEL, KETTLER და ა.შ.)

კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.

მოვალეობები:
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი;
  • პროდუქციის ცოდნა;
  • ოპერაციების პროგრამული ასახვა კომპანიის პროცედურების შესაბამისად.
  • შეკვეთების დამუშავება, გაწერა;
  • ზედნადებების შემოწმება,ჩასწორება და rs-ზე ატვირთვა. დღიური საბუთების წარმოება. თანამდებობრივი კომპეტენციის ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება.

აუცილებელი სქილები რომელიც უნდა გქონდეთ:
  • უმაღლესი განათლება;
  • ქართულ ენაზე დახვეწილი მეტყველების უნარი;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS word, MS Excel);
  • სადიტსრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
  • პროგრამა Fina-ს ცოდნა (სასურველია)

უნარ-ჩვევები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა,
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა,
  • შედეგებზე ორიენტაცია;
  • პრობლემების ანალიზი და სწრაფი რეაგირების უნარი;
  • სამუშაო სპეციფიკაციასთან და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: t.okriashvili@borun.ge და პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.

Տեղեկություն թափուր պաշտոնի մասին:

Մասնագիտացում/մասնագիտություն:
Հաշվապահություն / Ֆինանսներ Հաշվապահություն Տվյալների վերլուծություն
Ոլորտ / Բնագավառ:
Տրանսպորտ, լոգիստիկա և մատակարարման շղթա Լոգիստիկա և մատակարարման շղթա
Մասնագիտական փորձի մակարդակ:
Սկսնակ մակարդակ
Ժամանակացույց:
Լրիվ դրույք
Զբաղվածության աստիճան:
Պրակտիկա
Աշխատանքի վայր:
Աշխատավայրում
Աշխատավարձ:
Ֆիքսված 1200 - 1500

Գործատուի պահանջ:

Աշխատանքային փորձ:
Աշխատանքային փորձը կարևոր չէ — կդիտարկվեն ինչպես փորձ չունեցող, այնպես էլ փորձառու թեկնածուների դիմումները։
Կրթության մակարդակ(ներ):
Բակալավր
Հարմար է ուսանողների համար:
Այո
Լեզուներ:
Վրացերեն
Դիտումներ
Եզակի դիտումներ