Հայտարարության ամբողջական տեքստը

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

კომპანია ნეოგაზი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

https://neogas.ge/ka/;
სამუშაო ადგილი: თბილისი. ა. ვორონინის #14
სამუშაო საათები: 9:30სთ - 18:30სთ. შესვენება 1 საათი
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • სატელეფონო ლიმიტი;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების შესრულება ერთიან სააღრიცხვო ბაზასა და ბუღალტრულ პროგრამაში;
  • რეალიზაციის ასახვა საბუღალტრო პროგრამაში;
  • შესყიდვის ასახვა საბუღალტრო პროგრამაში;
  • მივლინების დარიცხვა;
  • კონტრაქტებისა და მიღება ჩაბარებების ატვირთვა საბუღალტრო პროგმაში;
  • სპეც ანგარიშფაქტურების გამოწერა RS-ზე;
  • დებიტორ კრედიტორული დავალიანების ყოველდღიური კონტროლი ;
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
  • თვის ან/და ფინანსური წლის დახურვისათვის საჭირო ბუღალტრული ოპერაციების წარმოება მთავარი ბუღალტრის მითითებით;
  • ფინანსური რეპორტინგის მომზადებაში ჩართულობა;
  • საგადასახადო სტრუქტურასთან ურთიერთობა;
  • მთავარი ბუღალტრის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის ან/და ბუღალტრული აღრიცხვის განხრით;
  • უპირატესობად ჩაითვლება აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
  • პროფესიული სერტიფიცირება (ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსები);
  • 3 წლამდე სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
  • Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა (Excel, Word);
  • აუცილებელი მოთხოვნა: საბუღალტრო პროგრამა 1C-ს და ბალანსის ცოდნა;
  • საგადასახადო სტრუქტურებთან ურთიერთობის გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებული, შრომისმოყვარე, ენერგიული;

თუ გსურთ, რომ შემოუერთდეთ პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@neogas.ge

მოგახსენებთ, შრომითი ურთიერთობის ჩამოყალიბების მიზნით, დასაქმების მსურველი კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობასთან თავსებადობის დადგენისა და კვალიფიციური კადრების შერჩევის მიზნით ორგანიზაცია წინასახელშეკრულებო ეტაპზე ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს. კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით ორგანიზაცია ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს იმ მოცულობით და მასშტაბით, რაც აუცილებელია დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისათვის. მოგვაწოდეთ თქვენი რეზიუმე მხოლოდ წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყების სურვილის შემთხვევაში, რელევანტური მონაცემების მითითებით.
შპს „გაზ ენდ პეტროლ კომპანი“ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ და მასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე აქტებით.
წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების შემდგომ კანდიდატის შესახებ პერსონალური მონაცემები კომპანიაში ინახება 1 წლის ვადით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დავის წამოწყების თეორიული შესაძლებლობის გამო. ამასთან, ინფორმაცია დამუშავდება კანდიდატის შემდგომ ვაკანტურ პოზიციებზე გათვალისწინების მიზნითაც.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით მონიჭებული უფლებების განხორციელების მიზნით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ ფოსტაზე - hr@neogas.ge

Տեղեկություն թափուր պաշտոնի մասին:

Մասնագիտացում/մասնագիտություն:
Հաշվապահություն / Ֆինանսներ Հաշվապահություն
Ոլորտ / Բնագավառ:
Էներգետիկա և հանքարդյունաբերություն Նավթ և էներգետիկա
Մասնագիտական փորձի մակարդակ:
Միջին մակարդակ
Ժամանակացույց:
Լրիվ դրույք
Զբաղվածության աստիճան:
Ժամկետային պայմանագիր
Աշխատանքի վայր:
Աշխատավայրում
Լրացուցիչ առավելություններ:
Առողջության ապահովագրություն

Գործատուի պահանջ:

Փորձը պարտադիր է:
Փորձ սկսած 3 տարի
Մասնագիտացում/մասնագիտություն(Պարտադիր):
Հաշվապահություն / Ֆինանսներ Հաշվապահություն
Ոլորտ / Բնագավառ(Պարտադիր):
Էներգետիկա և հանքարդյունաբերություն Նավթ և էներգետիկա
Կրթության մակարդակ(ներ):
Բակալավր, Մագիստրոս, Դոկտոր
Լեզուներ:
Վրացերեն
Մասնագիտական հմտություններ:
1C Հաշվապահություն; Microsoft Excel; Microsoft Word
Դիտումներ
Եզակի դիտումներ