Ստանդարտ 

Դիմումի վերաբերյալ տեղեկություն
Էլ․ փոստ:info@chocotella.ge
Հայտարարության ամբողջական տեքստը
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
შოკოტელა აცხადებს ვაკანსიას უმცროსი შოკოლატერის პოზიციაზე
კომპანიის შესახებ
„შოკოტელა“ პრემიუმ კლასის ხელნაკეთი შოკოლადის მწარმოებელი ქართული კომპანიაა, რომელიც ქმნის საავტორო შოკოლადს, ბონბონებსა და მრავალფეროვან შოკოლადის ნაწარმს.
წარმოების გაფართოებასთან დაკავშირებით ჩვენს გუნდში ვეძებთ ენერგიულ, პასუხისმგებლიან და მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც აქვს პროფესიულ სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება და სურს შოკოლადის ხელოვნების დაუფლება.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- სამუშაო სივრცისა და საჭირო ინვენტარის მომზადება საწარმოო პროცესის დაწყებამდე;
- სხვადასხვა სახეობის შოკოლადის ნაწარმის, ბონბონებისა და შიგთავსების მომზადება;
- პროდუქციის დამზადება დადგენილი რეცეპტურების, ტექნოლოგიური ბარათებისა და კალკულაციების შესაბამისად;
- პროდუქციის ხარისხისა და ვიზუალური სტანდარტების დაცვა;
- ნედლეულის მარაგების, ხარისხის, მარკირებისა და ვარგისიანობის ვადების კონტროლში მონაწილეობა;
- ნედლეულის რაციონალური გამოყენება და საწარმოო დანაკარგების მინიმიზაცია;
- სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა;
- სამუშაო სივრცის, აღჭურვილობისა და ინვენტარის სისუფთავის უზრუნველყოფა;
- ახალი პროდუქტების შექმნასა და საწარმოო პროცესების გაუმჯობესებაში მონაწილეობა;
- გუნდის სხვა წევრებთან კოორდინირებული მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- აუცილებელია პროფესიულ სამზარეულოში, საკონდიტროში ან კვების წარმოებაში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია საკონდიტრო ტექნოლოგიებისა და საწარმოო პროცესების ცოდნა;
- რეცეპტურებისა და ტექნოლოგიური ინსტრუქციების მიხედვით მუშაობის უნარი;
- ახალი ცოდნის მიღებისა და პროფესიული განვითარების სურვილი.
პიროვნული უნარ-ჩვევები
- ენერგიულობა და მოტივაცია;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- სისუფთავისა და სამუშაო დისციპლინის მაღალი სტანდარტი.
ჩვენ გთავაზობთ
- მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
- კომპანიის მიერ ორგანიზებულ ტრანსპორტირებას;
- შოკოლადის წარმოების სპეციფიკური ტექნოლოგიების შესწავლის შესაძლებლობას;
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივას;
- კვალიფიკაციისა და სამუშაო შედეგების შესაბამისად ანაზღაურების ზრდის შესაძლებლობას.
სამუშაო პირობები
სამუშაო ადგილი: წავკისი, შოკოტელას საწარმო
სამუშაო დღეები: ორშაბათი–პარასკევი (5/2)
სამუშაო საათები: 08:00–17:00
ტრანსპორტირება: უზრუნველყოფილია კომპანიის მიერ
ანაზღაურება: 1,500–1,800 ლარი ხელზე, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად, შემდგომი ზრდის შესაძლებლობით.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელფოსტაზე: info@chocotella.ge
სათაურის ველში მიუთითეთ: „უმცროსი შოკოლატერი“
Տեղեկություն թափուր պաշտոնի մասին:
- Մասնագիտացում/մասնագիտություն:
- Հյուրանոց / Ռեստորան / Սննդի մատակարարում
Հրուշակեղենի և հացաբուլկեղենի արտադրությունԱրտադրություն/Գործառնություններ Սննդի տեխնոլոգիաներ - Ոլորտ / Բնագավառ:
- Արտադրություն
Սննդամթերքի արտադրություն - Մասնագիտական փորձի մակարդակ:
- Սկսնակ մակարդակ
- Ժամանակացույց:
- Լրիվ դրույք
- Զբաղվածության աստիճան:
- Ժամկետային պայմանագիր
- Աշխատանքի վայր:
- Աշխատավայրում
- Աշխատավարձ:
- Ֆիքսված 1500 - 1800 (+ Բոնուս)
Գործատուի պահանջ:
- Աշխատանքային փորձ:
- Աշխատանքային փորձը կարևոր չէ — կդիտարկվեն ինչպես փորձ չունեցող, այնպես էլ փորձառու թեկնածուների դիմումները։
- Կրթության մակարդակ(ներ):
- Անավարտ միջնակարգ կրթություն, Միջնակարգ կրթություն, Բակալավր
- Լեզուներ:
- Վրացերեն