Full announcement text

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

Georgian Logistic Group (GLG) 2013 წლიდან ოპერირებს საერთაშორისო გადაზიდვებისა და საბროკერო მომსახურების სფეროში. კომპანია წარმოდგენილია 3 ოფისით საქართველოში (თბილისი, ბათუმი, ფოთი), 2014 წლიდან არის WCA-ს (World Cargo Alliance) წევრი და ფლობს გლობალურ პარტნიორულ ქსელს, რაც საშუალებას გვაძლევს მოვემსახუროთ როგორც ადგილობრივ, ისე მსხვილ საერთაშორისო ორგანიზაციებს მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით.

GLG აცხადებს ვაკანსიას საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვების ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე და ეძებს გუნდის ახალ, ენერგიულ წევრს.

ძირითადი მოვალეობები:
  • საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვების სრული ციკლის დაგეგმვა, კოორდინაცია და მართვა;
  • საზღვაო ხაზებთან, ტერმინალებთან და ადგილობრივ თუ საერთაშორისო პარტნიორებთან ეფექტური კომუნიკაცია;
  • კლიენტებთან მუდმივი კავშირი, ტვირთის სტატუსების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი სატრანსპორტო დოკუმენტაციის მომზადება;
  • საექსპორტო და სატრანზიტო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
  • გადაზიდვის პროცესში წამოჭრილი პრობლემური სიტუაციების დროული იდენტიფიცირება და დამოუკიდებლად მოგვარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია სატრანსპორტო-ლოგისტიკურ კომპანიაში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • საზღვაო ხაზების მუშაობის სპეციფიკისა და პროცედურების საფუძვლიანი ცოდნა;
  • ინგლისური ენის გამართულად ცოდნა (წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციისთვის);
  • საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • კრიზისულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემის მოგვარების უნარი.

რას გთავაზობთ ჩვენ:
  • ანაზღაურება: 2000 – 2500 ლარი (გამოცდილების შესაბამისად) + საბონუსე სისტემა;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი, 10:00 – 18:00;
  • ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, კომფორტული და მეგობრული სამუშაო გარემო, პროფესიული განვითარების შესაძლებლობა და მუშაობისთვის საჭირო ყველა რესურსი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით.

Information about vacant position:

Specialization/Specialty:
Logistics / Transport Supply Chain Management,Ocean Freight Transportation,Supply Chain Optimization
Industry / Field:
Transportation, Logistics & Supply Chain Import & Export,Logistics & Supply Chain,Maritime,Transportation/Trucking/Railroad
Seniority level:
Mid-Level
Schedule:
Full-time
Employment form:
Fixed-term contract
Work Location:
On site
Salary:
Fixed 2000 - 2500 (+ Bonus)
Additional benefits:
Health insurance

Employer requirement:

Experience is mandatory:
Experience from 2 years
Specialization/Specialty(Mandatory):
Logistics / Transport Supply Chain Management,Ocean Freight Transportation,Supply Chain Optimization
Industry / Field(Mandatory):
Transportation, Logistics & Supply Chain Import & Export,Logistics & Supply Chain,Maritime,Transportation/Trucking/Railroad
Seniority level:
Mid-Level
Education level(s):
College, Master, Doctor, Bachelor, High School, Other
Languages:
English
Views
Unique views
Sent CVs 0