26 Nov - 25 Dec

SEN Assistant

Suburbs of Tbilisi, Tskneti
Tbilisi, Saburtalo, Marshal Gelovani Ave.
Application information
Email:career@buckswood.ge

Full announcement text

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

„ბაქსვუდის სკოლა - თბილისი“ აცხადებს ვაკანსიას 2026-2027 სასწავლო წლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლის ასისტენტი (SEN Assistant) პოზიციაზე გელოვანის/წყნეთის კამპუსში.
ბაქსვუდის სკოლა მოწოდებულია შექმნას ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემო.
დასაქმების დროს ყველა კვალიფიციური აპლიკანტის განცხადება განიხილება თანასწორობის პრინციპის დაცვით.
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა 2000 წელს შეიქმნა გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლის სახელით თბილისში. 2007 წლიდან სკოლა ზემო წყნეთში გადავიდა, სადაც უკვე 2009 წელს ბაქსვუდის სკოლის სახელი მიიღო. ასე შეიქმნა პირველად საქართველოში ტრადიციულ ბრიტანულ საგანმანათლებლო მოდელზე აგებული სასწავლო სივრცე, რომელსაც უკვე 26 წლიანი გამოცდილება აქვს განათლების სფეროში.
2023 წლიდან ფუნქციონირებს ბაქსვუდის სკოლის ახალი კამპუსი გელოვანზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • მოსწავლის მხარდაჭერა/თანმხლებობა მთელი სასკოლო დღის განმავლობაში (09:30–16:45)
  • საჭიროების შემთხვევაში, საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის ხელშეწყობა
  • მასწავლებლებთან, მშობლებთან, კლასის კოორტიდანტორთან და სპეციალისტებთან აქტიური კოორდინაცია
  • ემოციური მხარდაჭერა და სტაბილური რუტინის შენარჩუნება
  • ყოველდღიური კომუნიკაცია მშობლებთან და სკოლასთან მოსწავლის მიმდინარე მდგომარეობის შესახებ

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:
  • ბაკალავრი - ფსიქოლოგიის მიმართულებით

გამოცდილება:
  • მინ. 1 წელი
  • სპეციალური საჭიროების მოსწავლესთან მუშაობის გამოცდილება
  • სასკოლო ასაკის მოსწავლეებთან გამოცდილება

ძირითადი მოვალეობები:
  • კონკრეტული მოსწავლის ქცევაზე რეაგირება და მისი საჭიროებების მიხედვით საგაკვეთილო პროცესში და ასევე მის მიღმა სასკოლო დღის განმავლობაში მხარდაჭერა / ასისტირება
  • მოსწავლის მშობელთან, მასწავლებლებთან და კლასის ტუტორთან მჭიდრო კოორდინაცია
  • კონკრეტულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობა, დაკვირვება რთულ ქცევებზე და შესაბამისი რეაგირება
  • მოსწავლის განვითარების გეგმით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელება წინასწარ განსაზღვრული წესითა და პირობებით;

პიროვნული თვისებები და უნარები:
  • ემპათია
  • კულტურული განსხვავებების პატივისცემა
  • ეფექტიანი კომუნიკაცია
  • სწრაფი რეაგირება მოსწავლეთა გამოწვევებზე
  • რთულ სიტუაციებში ბალანსის შენარჩუნება
  • დროის მართვა და ორგანიზებულობა
  • მოსწავლეთა რეალური შესაძლებლობების განსაზღვრა
  • სიძნელეების განსაზღვრა/გათვალისწინება
  • საკუთარი ემოციური მდგომარეობის მართვა

სამუშაო დატვირთვა:
09:30 საათიდან - 16:45 საათამდე (ორშაბათი-პარასკევი)

ჩვენ გთავაზობთ:
  • სასიამოვნო და გუნდურ გარემოში მუშაობას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • კვებას;
  • ტრანსპორტირებას.

ანაზღაურება: მოსწავლის მშობელთან შეთანხმებით

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@buckswood.ge
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლის ასისტენტი (SEN Assistant) (გელოვანი/წყნეთი)

ბაქსვუდის სკოლა მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის.

Information about vacant position:

Specialization/Specialty:
Training courses/Educational programmes Education (general)
Industry / Field:
Education Primary/Secondary Education
Seniority level:
Entry-Level
Schedule:
Full-time
Employment form:
Fixed-term contract
Work Location:
On site

Employer requirement:

Experience is desired:
Experience from 1 year
Specialization/Specialty(Mandatory):
Training courses/Educational programmes Education (general)
Industry / Field(Mandatory):
Education Primary/Secondary Education
Education level(s):
Bachelor, Master, Doctor
Languages:
Georgian
Views
Unique views