Inventory Control, Procurement, and Supply Department
Tbilisi, Saburtalo, Vazha-Pshavela Ave.
Application information
Email:mariam.zakaidze@orkin.ge
Full announcement text
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
„ორკინი საქართველო“ აცხადებს ვაკანსიას მარაგების კონტროლის, შესყიდვებისა და უზრუნველყოფის სამსახურში.
მიიღეთ გამოცდილება გლობალურ ბრენდებთან და გამოცდილ ინვესტორებთან თანამშრომლობით. სამსახურის პასუხისმგებლობა არის კომპანიის ოპერაციებისთვის საჭiრო პროდუქტების და მომსახურებების შესყიდვა და უზრუნველყოფა. „ორკინი საქართველო“ (www.orkin.ge) (შპს სამომხმარებლო მომსახურება) წარმოადგენს წამყვან მულტინაციონალურ ჯგუფს Orkin International, რომელიც მსოფლიოს 65 ქვეყანაში ემსახურება ბიზნესსა და ფიზიკურ პირებს მავნებლის პრევენციის და კონტროლის მიმართულებით (დერატიზაცია, დეზინსექცია, დეზინფექცია და დაკავშირებული სხვა სპეციალიზებული მომსახურება).
პირობები და სხვა დეტალები:
როლი და პასუხისმგებლობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
პიროვნული და ხასიათობრივი მახასიათებლები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კვალიფიკაცია!
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV/რეზიუმე მითითებულ მეილზე: mariam.zakaidze@orkin.ge. აუცილებელია, Subject-ში მითითებული იყოს ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
პირობები და სხვა დეტალები:
- გრაფიკი: სრული, სტანდარტული განაკვეთი
- მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 71 (ვაჟა-ფშაველას მეტროდან 2 წუთის სავალზე)
- ანაზღაურება: გასაუბრების მიხედვით, გამოცდილებასთან შესაბამისი
- ხელფასის გარდა თანამშრომელი სარგებლობს დამატებითი ბენეფიტებით
როლი და პასუხისმგებლობები:
- შესყიდვების პროცესის სრული ციკლის წარმართვა და კონტროლი, მათ შორის ადგილობრივ და საერთაშორისო მომწოდებლებთან თანამშრომლობა, მოლაპარაკებების წარმოება და საუკეთესო პირობების შერჩევა;
- მარაგების მართვა, კონტროლი და საჭიროებების პროგნოზირება;
- ინვენტარიზაციის პროცესის წარმართვა;
- ავტოპარკთან დაკავშირებული შემდეგი პროცესის წარმართვა: ავტომობილების დაზღვევა, დაბრენდვა, პარკირების კამერით და მანქანის სხვა აქსესუარებით აღჭურვა;
- საოპერაციო ლიზინგის პროცესების წარმართვა კომპანიის საჭიროებების შესაბამისად;
- საერთაშორისო და ადგილობრივი ლოჯისტიკური პროცესების, ტრანსპორტირებისა და იმპორტთან დაკავშირებული პროცედურების მართვა და კოორდინაცია;
- კომპანიის საჭიროებებზე მორგებული სადაზღვევო პირობების მოძიება, შეთავაზებების შედარება, ხელშეკრულებების გაფორმება და ვადების კონტროლი;
- ქიმიური პროდუქტების აღრიცხვისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა, ასევე ახალი პროდუქტების რეგისტრაციის პროცესის კოორდინაცია;
- შესყიდვებთან, ლოჯისტიკასთან და ადმინისტრაციულ პროცესებთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და ანგარიშგების წარმოება და შესაბამის დეპარტამენტებთან თანამშრომლობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია, უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ლოგისტიკის ან შესაბამისი მიმართულებით;
- საოფისე-ადმინისტრაციული მიმართულებით მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება
- მრავალფეროვანი სამუშაო პროცესების მართვის უნარი
- აუცილებელია წერილობითი და ზეპირი კორესპონდენციის კარგი უნარი
- სასურველია ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
- აუცილებელია MS Office პროგრამების ცოდნა მინიმუმ საბაზისო დონეზე ცოდნა
პიროვნული და ხასიათობრივი მახასიათებლები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კვალიფიკაცია!
- ინტერესი, ინიციატივა და ცნობისმოყვარეობა აუცილებელია;
- პედანტი უნდა იყოს, ყურადღებიანი და ორგანიზებული საბუთებთან, სისტემებთან და ადამიანებთან ურთიერთობაში;
- გააჩნდეს ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- უნდა შეეძლოს კოლეგებთან კოლექტიური მუშაობა, გაუმკლავდეს ძალაუნებურად წარმოშობილ კონფლიქტებს და იყოს ორგანიზაციის და ბრენდის გულშემატკივარი
- უნდა აკონტროლოს საკუთარი დღის წესრიგი და დისციპლინით მოექცეს მიმდინარე ამოცანებს
- კანდიდატი სასურველია, იმედით, ინტერესითა და ენთუზიაზმით უდგებოდეს სამსახურს
- კანდიდატს უნდა გააჩნდეს თვით-მოტივაციის უნარი, პასუხისმგებლობის შეგრძნება და დროის განრიგის შეგრძნება
- დეტალებზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.
- კანდიდატს უნდა შეეძლოს სამართლიანი შენიშვნის მიღება, სამართლიანი საყვედურის მოსმენა და შემდეგ ნამუშევრის გაუმჯობესება შენიშვნის თუ საყვედურის შესაბამისად
- აუცილებელია, რომ კანდიდატს ჰქონდეს სურვილი და ამბიცია, რომ არ მოცდეს სამუშაო დროის განმავლობაში
- მუდმივად ეცადოს დეტალების გამოძიება და სიზუსტის დაცვა. არ დაიზაროს დეტალების გადამოწმება და აუცილებელ რუტინასთან გამკლავება.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV/რეზიუმე მითითებულ მეილზე: mariam.zakaidze@orkin.ge. აუცილებელია, Subject-ში მითითებული იყოს ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
Information about vacant position:
- Specialization/Specialty:
- Purchases
Purchasing Analytics,Purchase-to-Pay Process Optimization,Other - Industry / Field:
- Consumer Products and Services
Consumer Services - Seniority level:
- Mid-Level
- Schedule:
- Full-time
- Employment form:
- Fixed-term contract
- Work Location:
- On site
- Additional benefits:
- Health insurance,Fitness and wellness programs,Reimbursement of fuel costs
Employer requirement:
- Experience is mandatory:
- Experience from 2 years
- Specialization/Specialty(Mandatory):
- Purchases
Purchasing Analytics,Purchase-to-Pay Process Optimization,Other - Industry / Field(Mandatory):
- Consumer Products and Services
Consumer Services - Seniority level:
- Mid-Level
- Education level(s):
- Bachelor
- Languages:
- English
