Application information
Email:recruiter@ginohotels.com
Full announcement text
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
https://ideacollectionhotel.com/“ არის ახალი 5* ბუტიკ სასტუმრო თბილისის ცენტრში, რომელიც მელიქიშვილის გამზირის 47/49 ნომერში მდებარეობს. სასტუმრო გამოირჩევა თანამედროვე, დახვეწილი დიზაინით და სტუმრებს 67 კომფორტულ ოთახს, აუზს, სპა და ველნეს ცენტრს, რესტორანსა და უნიკალურ ჯაზ-ბარს სთავაზობს. ეს არის სივრცე, სადაც ქალაქის ენერგია, სტილი და დასვენება ერთიანდება.
სასტუმრო ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანია „ჯინო ჰოლდინგის“ შემადგენლობაში შედის, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორში.
„იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს“ აცხადებს ვაკანსიას - კვებისა და სასმელების სუპერვაიზერის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი , პეტრე მელიქიშვილის გამზირი 47/49
ძირითადი მოვალეობები:
- კვებისა და სასმელების განყოფილების ყოველდღიური ოპერაციების ზედამხედველობა;
- მომსახურების სტანდარტების კონტროლი და მაღალი ხარისხის სერვისის უზრუნველყოფა;
- გუნდის მართვა, თანამშრომლების გადანაწილება და სამუშაო პროცესის კოორდინაცია;
- ახალი თანამშრომლების გადამზადება და ინსტრუქციების მიწოდება;
- სტუმრების მოთხოვნებისა და საჩივრების ეფექტურად მართვა;
- ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვის კონტროლი;
- დარბაზის/რესტორნის მზადყოფნის შემოწმება სამუშაო პროცესის დაწყებამდე;
- პროდუქციის მარაგების კონტროლი და შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაცია;
- გაყიდვების ზრდასა და სტუმრის კმაყოფილებაზე ზრუნვა;
- სალარო და ანგარიშგების პროცესების კონტროლი
- შიდა სტანდარტებისა და კომპანიის პოლიტიკის დაცვა;
- მენეჯმენტისთვის ყოველდღიური ანგარიშგების მომზადება;
- სხვადასხვა ცვლაში ოპერაციული პროცესების გამართული მიმდინარეობის უზრუნველყოფა.
მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა
- MS Office-ცოდნა სამომხმარებლო დონეზე
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინა
- გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი
- დეტალებზე ორიენტაცია და სისუფთავის დაცვა
- ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის ნორმების დაცვა
კომპანია გთავაზობთ:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს
- დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)
- კვებით უზრუნველყოფას
- სამუშაო გრაფიკს- 5/2- ზე
- ფიქსირებულ ანაზღაურებას- 1700 ლარი (NET)
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: recruiter@ginohotels.com ან hr@ginohotels.com და სათაურის ველში(subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
Information about vacant position:
- Specialization/Specialty:
- Hotel / restaurant / catering
Food and Beverage Management - Industry / Field:
- Recreation & Travel
Hospitality,Leisure, Travel & Tourism - Seniority level:
- Entry-Level
- Schedule:
- Full-time
- Employment form:
- Fixed-term contract
- Work Location:
- On site
- Additional benefits:
- Free meal
Employer requirement:
- Experience is desired:
- Specialization/Specialty(Desired):
- Hotel / restaurant / catering
Food and Beverage Management - Industry / Field(Desired):
- Recreation & Travel
Hospitality,Leisure, Travel & Tourism - Education level(s):
- Bachelor, Master, Doctor
- Languages:
- English