Vip 

Application information
Email:Recruitment2@hh.ge
Full announcement text
,,დასაქმების სააგენტო HR'' აცხადებს ვაკანსიას ფიტნესკლუბის მენეჯერის პოზიციაზე ერთ-ერთი პრემიუმ ფიტნეს დარბაზისთვის თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
- ფიტნესკლუბის ყოველდღიური საოპერაციო პროცესების დაგეგმვა, კოორდინაცია და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
- • რესეფშენის, ტრენერებისა და სხვა საოპერაციო გუნდის სამუშაო გრაფიკების, დავალებებისა და პრიორიტეტების მართვა;
- • თანამშრომლების ჩართულობის, დისციპლინის, მომსახურების სტანდარტებისა და შესრულების ხარისხის კონტროლი; ახალი თანამშრომლების ადაპტაციის მხარდაჭერა;
- • ინდივიდუალური და კორპორაციული წევრობის, პაკეტებისა და დამატებითი სერვისების გაყიდვების პროცესის მართვა და შედეგების მონიტორინგი;
- • ახალი მომხმარებლების მოზიდვის, წევრობის განახლების, მომხმარებლების შენარჩუნებისა და ლოიალობის გაზრდის აქტივობების განხორციელება;
- • მომხმარებლების უკუკავშირის, პრეტენზიებისა და სერვისთან დაკავშირებული საკითხების დროული და კორექტული მართვა;
- • კლუბის სისუფთავის, უსაფრთხოებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვის კონტროლი; ინვენტარისა და ტრენაჟორების მდგომარეობის მონიტორინგი და ტექნიკურ სამსახურებთან კოორდინაცია;
- • ჯგუფური ვარჯიშებისა და ტრენერების განრიგის კოორდინაცია, კლუბის სიმძლავრეების ეფექტიანი გამოყენება;
- • გაყიდვების, დასწრების, აქტიური წევრობის, განახლებისა და მომხმარებელთა კმაყოფილების მაჩვენებლების ანალიზი და რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან;
- • მარკეტინგული აქტივობების, აქციებისა და პარტნიორული შეთავაზებების განხორციელების მხარდაჭერა;
- • ფინანსური და საოპერაციო მაჩვენებლების მონიტორინგი და რეპორტინგი — P&L-ზე სრული პასუხისმგებლობის გარეშე..
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე ფიტნესის/სპა და wellness/სარესტორნო ინდუსტრიებში (ჯამური 5 წლიანი გამოცდილება სფეროში);
- გუნდის მართვის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
- სასურველია CRM და POS პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება.
დამატებითი დეტალები:
- სამუშაო კვირა: 5 სამუშაო დღე; 40 სამუშაო საათი კვირაში'
- ლოკაცია - საბურთალო.
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე მისამართზე: recruitment2@hh.ge
წარმატებებს გისურვებთ!
Information about vacant position:
- Specialization/Specialty:
- Administration / Business Management
Operational processes management,Operational management - Industry / Field:
- Wellness & Fitness
Health, Wellness & Fitness - Seniority level:
- Senior-Level
- Schedule:
- Full-time
- Employment form:
- Fixed-term contract
- Work Location:
- On site
Employer requirement:
- Experience is mandatory:
- from 3 to 5 years
- Specialization/Specialty(Mandatory):
- Administration / Business Management
Operational processes management,Operational management - Industry / Field(Mandatory):
- Wellness & Fitness
Health, Wellness & Fitness - Seniority level:
- Senior-Level
- Education level(s):
- Bachelor
- Languages:
- English