Full announcement text

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
City Management Group აცხადებს ვაკანსიას: ვიდეოკონტენტ კრეატორი / ვიდეოოპერატორი

ვეძებთ კრეატიულ და პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის Facebook გვერდისთვის მოკლე, საინტერესო და ხარისხიანი ვიდეოკონტენტის შექმნას.

სამუშაო მოვალეობები:
  • კომპანიის საქმიანობისა და სერვისების შესახებ მოკლე ვიდეოების დაგეგმვა და გადაღება;
  • თვეში 2 ვიდეოს მომზადება;
  • თითოეული ვიდეოს ხანგრძლივობა: 15–20 წამი;
  • ვიდეომასალის დამუშავება, მონტაჟი და სოციალურ ქსელში განსათავსებლად შესაბამის ფორმატში მომზადება;
  • ვიდეოკონტენტის ვიზუალურ და ტექნიკურ ხარისხზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ვიდეოგადაღებისა და მონტაჟის გამოცდილება;
  • შემოქმედებითი ხედვა და თანამედროვე ტრენდების ცოდნა;
  • სოციალური ქსელებისთვის განკუთვნილი კონტენტის შექმნის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შეთანხმებულ ვადებში მუშაობის უნარი;
  • აუცილებელია, კანდიდატს ჰქონდეს საკუთარი ნამუშევრების პორტფოლიო.

ანაზღაურება და თანამშრომლობის პირობები:
თანამშრომლობის ორი ფორმატი განიხილება:
  • 500 ლარი თვეში – თვეში 2 ვიდეოს სრული მომზადება, მათ შორის ვიდეოში სპიკერის მონაწილეობით (გადაღება, მონტაჟი და საბოლოო მასალის მომზადება).
  • 400 ლარი თვეში – თვეში 2 ვიდეოს გადაღება და მონტაჟი, სპიკერის მონაწილეობის გარეშე.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: sabaishvili@citymg.ge

Information about vacant position:

Specialization/Specialty:
Art / Media Videography,Video editing
Industry / Field:
Consumer Products and Services Consumer Services
Seniority level:
Mid-Level
Schedule:
Part-time
Employment form:
Fixed-term contract
Work Location:
On site
Salary:
Fixed 400 - 500

Employer requirement:

Experience is mandatory:
Specialization/Specialty(Mandatory):
Art / Media Videography,Video editing
Industry / Field(Mandatory):
Consumer Products and Services Consumer Services
Seniority level:
Mid-Level
Education level(s):
High School, Bachelor, Master, Doctor, College, Other
Languages:
Georgian
Views
Unique views