Full announcement text
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
კომპანია „ევროპროდუქტი“, როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია, საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის Valio, Frico, Elpozo, Arla, Bayernland, Ritter Sport, Reber, Anthon Berg, Cachet, Bottega, Elle & Vire, Dardanel, Dilmah, Beretta, Zucchi, Granarolo და სხვა.. 2014 წლიდან, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მაშტაბით წარმოდგენილია 43 ბრენდული მარკეტი სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად! დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge
კომპანია „ევროპროდუქტი“ აცხადებს ვაკანსიას „მძღოლი-ექსპედიტორის“ პოზიციაზე ქ. ბათუმში
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით)
ანაზღაურება: 1600 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
- პროდუქციის გადაადგილება საწყობიდან სავაჭრო ობიექტებში;
აუცილებელი მოთხოვნები:
- აუცილებელია მართვის მოწმობა B კატეგორია;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- შრომისმოყვარეობა;
- მიზანდასახულობა;
- დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების უნარი;
კომპანია „ევროპროდუქტი“ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას და უზრუნველყოფილი იქნებით სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად ყველა საჭირო დამატებითი რესურსით.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@europroduct.ge გთხოვთ, მიუთითეთ სასურველი თანამდებობა „მძღოლი-ექსპედიტორი“, ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე 591641357 წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 12 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები „ევროპროდუქტი“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.
„ევროპროდუქტი“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
Information about vacant position:
- Specialization/Specialty:
- Logistics / Transport
Freight Forwarding,Driving a car - Industry / Field:
- Retail
Supermarkets - Seniority level:
- Entry-Level
- Schedule:
- Full-time
- Employment form:
- Fixed-term contract
- Work Location:
- Mobile field work
- Salary:
- Fixed 1600
Employer requirement:
- Experience is mandatory:
- Specialization/Specialty(Desired):
- Logistics / Transport
Freight Forwarding,Driving a car - Industry / Field(Desired):
- Retail
Supermarkets - Education level(s):
- Master, Bachelor, Doctor
- Languages:
- Georgian
- Driving licence:
- B Category
