Full announcement text

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას:დახარისხების ოპერატორი საფოსტო გზავნილების დამუშავების სამსახურში

სამუშაო ადგილი: თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია
სამუშაო განრიგი:
I ცვლა:ორშაბათი - პარასკევი 09:00 დან 16:30 სთ-მდე, 1 საათიანი შესვენება 12:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე შუალედში. შაბათს 10:00 დან 16:00 მდე.
II ცვლა: ორშაბათი - პარასკევი 16:30 სთ-დან 24:00 სთ-მდე, 1 საათიანი შესვენება 19:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე შუალედში. კვირას 10:00 დან 16:00 მდე.
ანაზღაურება -1250 ლარი
ძირითადი მოვალეობა:
  • საფოსტო გზავნილების დახარისხება;
  • საფოსტო გზავნილების გადატანა არსებული წესის შესაბამისად;
  • გზავნილების შემოწმება რეესტრის მიხედვით და შესაბამისი წესის მიხედვით აღრიცხვა;
  • გზავნილების შესახებ მონაცემების ელექტრონულ ბაზაში აღრიცხვა;
  • ზედნადების, გზავნილების რეესტრის და მანიფესტის ფორმების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • ფიზიკური დატვირთვისა და სიმძიმის აწევის უნარი;
  • სასურველია მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება საბაზისო დონეზე;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • პრობლემური საკითხის იდენტიფიცირებისა და მოგვარების უნარი;

კანდიდატთა შერჩევა:
  • კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპს:
  • გასაუბრება;
  • მოსამზადებელი ეტაპი.


დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ განაცხადი : https://www.gpost.ge/info/career-application-form?vacancyId=2952

ვაკანსიის შესახებ განაცხადის საპასუხოდ დასაქმების კანდიდატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ გადაცემით, დასაქმების კანდიდატი აცხადებს თანხმობას, შპს „საქართველოს ფოსტამ“ დაამუშაოს მისთვის მიწოდებული პერსონალური მონაცემები დასაქმების კანდიდატის არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შეფასების, აგრეთვე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამასთან, დასაქმების კანდიდატი თანახმაა, მის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე გადაცემული პერსონალური მონაცემები შპს „საქართველოს ფოსტამ“ შეინახოს არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.
დასაქმების კანდიდატის მიერ „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებებით (მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების, გასწორების, განახლებისა და შევსების, დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების, აგრეთვე დაბლოკვის უფლებები) სარგებლობისათვის, დასაქმების კანდიდატმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გამოაგზავნოს შპს „საქართველოს ფოსტის“ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge.

Information about vacant position:

Specialization/Specialty:
Logistics / Transport Courier Services,Driving a carAdministration / Business Management Post/Courier
Industry / Field:
Transportation, Logistics & Supply Chain Package/Freight Delivery
Seniority level:
Entry-Level
Schedule:
Full-time
Employment form:
Fixed-term contract
Work Location:
Mobile field work
Salary:
Fixed 1250

Employer requirement:

Work Experience:
Experience is not important - both inexperienced and experienced candidates will be considered
Education level(s):
Incomplete High School, High School, Bachelor, Master, Doctor, College
Languages:
Georgian
Views
Unique views