Vip CV Today - 19 Dec

Sales Manager

Tbilisi, Didube, A. Tsereteli Ave.
Vip CV

Full announcement text

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

Worldline Auto — კომპანია, რომელიც ამერიკიდან ავტომობილების იმპორტის მიმართულებით მუშაობს, ეძებს მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე, ენერგიულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს გუნდში შემოსაერთებლად.თუ უკვე კარგად იცნობ ავტოიმპორტის სპეციფიკას, გაქვს მოლაპარაკების წარმატებული გამოცდილება, გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და გსურს გაყიდვების მასშტაბების გაზრდა დინამიკურ გარემოში, ეს შესაძლებლობა შენთვისაა!


ძირითადი მოვალეობები:

  • ახალი პოტენციური კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
  • მომხმარებლებისთვის კომპანიის მომსახურებისა და შეთავაზებების გაცნობა;
  • კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაცია და მათი საჭიროებების განსაზღვრა;
  • გაყიდვების პროცესის მართვა — პირველი კონტაქტიდან გარიგების დასრულებამდე;
  • პოტენციურ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
  • გაყიდვების გეგმის შესრულება და დასახული მიზნების მიღწევა.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გამართული კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • მიზანდასახულობა, ინიციატივობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარები;
  • მსგავს პიზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითლება უპირატესობად


რას გთავაზობთ:

  • ფიქსირებულ ხელფასს და შედეგებზე მიბმულ ბონუსს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს;
  • ზრდაზე და შედეგებზე ორიენტირებულ გუნდში მუშაობას;
  • შესაძლებლობას, საკუთარი შედეგების შესაბამისად გაზარდო შემოსავალი.


სამუშაო ადგილი: თბილისი, ა.წერეთლის N116


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმაურების“ ღილაკის საშუალებით.

შემოუერთდი Worldline Auto-ს და განავითარე შენი კარიერა ავტომობილების იმპორტის სფეროში!

Information about vacant position:

Specialization/Specialty:
Sales Sales Management
Industry / Field:
Manufacturing Automotive
Seniority level:
Mid-Level
Schedule:
Full-time
Employment form:
Fixed-term contract
Work Location:
On site

Employer requirement:

Experience is mandatory:
Experience from 1 year
Specialization/Specialty(Mandatory):
Sales Sales Management
Industry / Field(Mandatory):
Manufacturing Automotive
Seniority level:
Mid-Level
Education level(s):
Bachelor
Languages:
Russian
Views
Unique views
Sent CVs 0